მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიორგი კვირიკაშვილის მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის,...

გიორგი კვირიკაშვილის მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, ზედმეტსახელად ,,სვანას” დაკავებისთვის. გივი თარგამაძე ,,გულდაწყვეტილია”

Published on

 საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს.ე.წ. კანონიერი ქურდის დავით გერლიანის, ზედმეტსახელად ,,სვანას'' დაკავების ოპერაციის ეფექტურად ჩატარებისთვის ,
 
“მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეფექტური ღონისძიებისთვის, როდესაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება. ეფექტურად, სამი დღე-ღამის განმავლობაში ფაქტობრივად, მთელი სამინისტრო მუშაობდა განუწყვეტელ რეჟიმში და ძალიან ეფექტური ღონისძიების შემდეგ მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
ამ  საქმესთან, სახელდობრ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მოხდა დეპორტირებული კრიმინალური ავტორიტეტის  იდენტიფიცირება სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და აეროპორტის ტერიტორიაზე დაკავება 3 დღის წინ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც  ისაუბრა.. 
მღებრიშვილმა განმარტა, რომ გერლიანის დაკავება სასაზღვრო პუნქტზე ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა, რადგან საქართველოში მასზე საქმე აღძრული არც იყო.
 
„ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ გამოდეპორტება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში.  არა ერთხელ გასაჯაროვდა იმ კანონიერი ქურდების სია, რომლებმაც 2006-დან 2012 წლამდე, საქართველოს სახელწიფო საზღვარი გადმოკვეთეს ოფიციალურად და გადაკვეთეს. მათ მიმართ არანაირი ზომები არ იქნება გამოყენებული. გერლიანის შემთხვევაშიც გეუბნებით, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ წარმოებდა, ის ძებნაში არ იყო.
ორ დღეში  შსს-ს თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს, დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა მიმალვას, ვერ დაგვემალა და ჩვენ ის დავაკავეთ,“ – განმარტა გიორგი მღებრიშვილმა, თუმცა რა შეიცვალა ორ დღესი მას შემდეგ, რაც კანონიერმა ქურდმა თავისუფლად დატოვა აეროპიორტის გტერიტორია. გაურკვეველი დარჩა. 
როგორც ცნობილია, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ, კრიმინალური  სომხეთ-საქართველოს საზღვართან გუშინ დააკავეს. ავტორიტეტი საქართველოში ჩამოვიდა და აეროპორტის ტერიტორია უპრობლემოდ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა. 
სწორედ ამას გულისხმობს გივი თარგამაძე თავის პოსტში, რომელიც ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა:  და მე? ბატონო პრემიერმინისტრო, ერთი, თუნდაც მკვახე, მადლობა არ მეკუთვნის? კაცმა ქურდი ტაშფანდურით შემოუშვა საზღვარზე, მერე სამი დღე სდია და სულ თაფლში ამოაწეთ, მე კი, ვიც სადევნებელი დაგანახათ, ერთიც არ გაგახსენდით? ეგრეა, ზოგის ბამბაც ჭრიალებს… ისე, ქურდი როგორ შემოვიდა გაინტერესებთ? რად გინდათ გამოძიება. კადრები ნახეთ. ლაღად. მკერდზე რომ ახატია, იმ ფრთაგაშლილი არწივივით. მე რომ არ მეთქვა, თქვენც დაგახატავდათ სადმე რამეს. ჰაკიმზეუკეთესობა ამოგეწურათ. ბეჭებზე ამოტვიფრული გლუვი სახეზე ამოგაცოცდათ. არადა, სირცხვილო, გლუვი შიშველია!
 

სიახლეები

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...