მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?'' - გალაკტიონის ლექსის...

,,ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?” – გალაკტიონის ლექსის ადრესატად ,,საქართველოს რკინიგზამ” რუსეთის ხათრით დღეს მატარებელი აქცია

Published on

 
გაეტევა თუ არა   წიფის გვირაბში ”საქართველოს რკინიგზის” მიერ 40 მილიონ ევროდ შეძენილი ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები?  ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორგანიზაცია სამოქალაქო პლატფორმა – ”ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი კუბლაშვილმა 
განაცხადა, რომ ”საქართველოს რკინიგზამ” “Stadler”-ის ფირმის მატარებლების შეძენა მხოლოდ რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების გამო გადაწყვიტა და თან ისე, რომ არ შეუმოწმებია,  თუ რამდენად არის მზად  საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა მსგავსი მატარებლებისთვის
საქმე ისაა, რომ  აღნიშნული მატარებლები დამზადებული იყო „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან მგზავრების მოსკოვის ცენტრამდე ტრანსპორტირებისთვის, რუსეთმა ვეღარ შეძლო საჭირო თანხის გადახდა და დამზადებული 8 მატარებლიდან 4 საქართველომ წამოიყვანა, ხოლო 4 აზერბაიჯანმა.
 
როგორც კუბლაშვილი აცხადებს, ამ საკითხის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა და მითქმა – მოთქმამ აიძულა  ქართული მხარე დაეწყო კვლევა, თუ რამდენად შეძლებდა მატარებელი წიფის გვირაბში გავლას, ანუ მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება გაფორმდა და  მატარებლების საფასური   ავანსად გადაირიცხა.  ამისათვის აეგო სპეციალური მაკეტი და დადგინდა შემდეგი: 
 
როგორც რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, გვირაბში გავლას ერთდროულად ორი მატარებელი ვერ შეძლებს და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს;
 
უნდა მოხდეს საკონტაქტო ხაზების რეკონსტრუქცია, რადგან ქსელის სიმაღლე 5,55 მ-დან იწყება და 6,8 მ-მდე მერყეობს, თავად მატარებლის სიმარლე კი 5,24 მეტრია, ამას დამატებული ელექტრო მიმღების მოწყობილობა;
 
აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას;
 
2016 წლის 9 ივნისს, შ.პ.ს. „კანო“-სთან დადებული ხელშეკრულებით უნდა მოხდეს ურეკის ვაგზალზე ბაქანის რეკონსტრუქცია, რათა მგზავრმა შეძლოს მატარებლიდან ჩამოსვლა.
 
საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია, გივი კუბლაშვილის განცხადებას ახალი ორსართულიანი მატარებლების შესახებ, სიცრუეს უწოდებს. ძალიან არაკომპეტენტურია მსჯელობა, თითქოს საქართველოს რკინიგზამ გადაიხადა 100 მილიონი მატარებელში და თურმე გვირაბში არ ეტევა. "გარდა ჩვენი ექსპერტებისა, დავიქირავეთ დოიჩე ბანის ექსპერტები, რომ მატარებლის მცირე დეტალებიც შეესწავლათ და მაქსიმალურად დაგვეზღვია თავი სიურპრიზებისაგან".
საქართველოს რკინიგზა ორსართულიან მატარებლებს ივლისის ბოლოს შემოიყვანს და თბილისი-ბათუმის რეისს განახორციელებს. 
მატარებლების ღირებულება ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ევროა და თუ დაჩი ცაგურიას ინფორმაცია არ დადასტურდა და მატარებელი გვირაბებში ვერ გაეტია, ამ და  სხვა სახის ინფრასტრუქტურული ცვლილებებისათვის  საჭირო თანხებთან ერთად ეს დანახარჯები მძიმედ დააწვება ბიუჯეტს. ბუნებრივია, სავსებით ლოგიკურია კითხვა, რომელიც საზოგადოებას აღელვებს:  რატომ უნდა იხარჯებოდეს საქართველოს გადამხდელების მიერ შეგროვებული ბიუჯეტიდან თანხა რუსეთის დასახმარებლად და ისეთი მატარებლების შესაძენად, რომლისთვისაც საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურა არ არის მზად

სიახლეები

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...