მთავარისიახლეებიპოლიტიკაუფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა

უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა 80 ხმით დაამტკიცა

Published on

”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საარჩევნოდ პარტიებს შორის უფასო სარეკლამო დროის გადანაწილებას ეხება, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 80 ხმით მიიღეს. ცვლილებებით, იმ სუბიექტთა წრე ფართოვდება, რომლებსაც უფასო საეთერო დროის გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს. ამასთანავე, მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა არ იზრდება.ამავე პროექტის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კანონს ემატება რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას. კერძოდ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა საინიციატივო ჯგუფის წევრი. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი. დაზუსტდა არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში, გაიწერა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმისა და რეგისტრაციის გაუქმების წესები და საფუძვლები.”საარჩევნო კოდექსს” დაემატა მუხლი, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. გარდა ამისა, დაზუსტდა ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების და პირველი სხდომის ჩატარების დეტალები. კერძოდ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის არჩევნების დღიდან 20 დღის განმავლობაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ხოლო თუ მეორე ტური დაინიშნა, – მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან 20 დღის განმავლობაში.პროექტის ავტორი და ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხია კომიტეტია. 

სიახლეები

დაკავებულია სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის მოქმედი უფროსი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელ აგვისტოს ბრალდებულის სახით სოფლის განვითარების სააგენტოს...

მდინარაძის კომენტარმა დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება-ანა წითლიძე

მამუკა მდინარაძის კომენტარმა ნათლად დაადასტურა, რომ ლაშა ცანავას დაკავება უკავშირდება ლევან ხაბეიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას....

ბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გარდაცვალების მიზეზი...

ლევან სანიკიძე: ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის განცხადებით, სუს-ის მიერ დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილის მეგობარმა ლაშა ცანავამ...