მთავარისიახლეებისაზოგადოება”სხვის წიგნებში მოგზაურის ფიქრები”- გიო კილაძის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

”სხვის წიგნებში მოგზაურის ფიქრები”- გიო კილაძის წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

Published on

დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული  ბიბლიოთეკის კორპუსის ეზოში მდებარე მარო მაყაშვილის ბაღში   ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის , გამომცემლობა" მერიდიანის" ყოფილ დირექტორის , არა ერთი საჭირო პროექტის ინიციატორის   გიორგი კილაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ”სხვის წიგნებში მოგზაურის ფიქრები” გიორგი კილაძის პოსტმოდერნისტული რომანია. „ეს წიგნი მხოლოდ საკუთარი სამშობლოს სიყვარულზე როდია, არც მხოლოდ – ლიტერატურის. იგი ადამიანების, მეტიც, უკიდეგანო, სამყაროულ სიყვარულზეა. აქ კი სამყარო კი დიდია და დიდებული, ბოროტებისა კი არა, სიკეთისა და სათნოების სავანე, რასაც ავტორიც შესანიშნავად გრძნობს და მკითხველსაც აგრძნობინებს. რა და როდინდელი სანახები არ მოიხილა და მოგვატარა“-ვკითხულობთ რეცენზიაში… „წამოხტომისა და სადმე გადაკარგვის სურვილი არასდროს გამჩენია, სამყაროს სიდიდე კი, იცოცხლე, რაც თავი მახსოვს, მჯერა; თავი კი, ალბათ, 3-4 წლის ასაკიდან მახსოვს“. ავტორში დღემდე ცოცხლობს ბავშვი. ჭირვეული ინფანტი კი არა, სუფთა და ნათელი ყრმა. „საოცარი წლებია 13-16… არსად გიშვებს, არც არსად მიდის… შენია და შენთან ერთად მოდის… ეგაა არ ბერდება და არც ცვლილებას განიცდის“„საჭიროა ყველამ თავის ბაღს მოუაროს“, ზოგმაც თავის წიგნს და ზოგმაც თავის მამიდას… მე კი მოგზაურობას კიდე ერთხელ დავიწყებ… ბოცმანად მამაჩემი…, უფრო სწორედ, მამაჩემის სიბრძნე მომყვება“, – წერს გიო კილაძე…“მოგზაურობისას ნობელიანტ ფამუქს გზად ხშირად გადავეყრებით, თუმცა წიგნის ავტორის წიაღსვლები ეპოქალურ ჩარჩოებს არღვევს და სადაც მოესურვება, იქ აღწევს. იგი არც ბალზაკის ხსენებას გაურბის და სხვადასხვა ცნობილ მწერალთან ერთად არც ჭექა-ქუხილის ღმერთს- ზევსს ტოვებს უყურადღებოდ. მოკლედ, მწერლების მრავალფეროვანი გალერეა მოგზაურობას შემეცნებით ხიბლს მატებს. გიო კილაძე აცნობიერებს, რომ ‘შინაურული ამბების“ თხრობის კვალდაკვალ წიგნში სახელოვანი მწერლების ბიოგრაფიული ნაკვესების ჩართვა მკითხველის ინტერესს აორმაგებს. აი, ფამუქისა და ბეგბედერის პატივისცემის მიუხედავად ჩვენი ენერგიული მოგზაური მათ კლასელების თემასთან მიმართებისას ემიჯნება. აქ ავანსცენაზე ფორტუნა გამოდის და თუ კეთილ ჩინოვნიკს ამ თვალსაზრისით უმართლებს და კლასელების გულს იოლად მოინადირებს, ამ მხრივ ფამუქი და ბეგბედერი საწინააღმდეგო პოლუსზე დგანან. ბეგბედერის გულახდილი შთაბეჭდილებები შურის ფენომენს აშიშვლებს, რამაც ამ ორ პოპულარულ თანამედროვე მწერალს სკოლაში ძალუმად შეუტია და თავი მწარედ დაამახსოვრა.“- ასე წერენ წიგნზე, რომლის პრეზენტაცია ავტორის 50 წლის იუბილეს ემთხვევა, მის მეგობრებს სჯერათ, რომ „სხვის წიგნებში მოგზაურის ფიქრები“ გემოვნებიანი და დიდსულოვანი მკითხველების წიგნის თაროზე საკუთარ ადგილს დაუბრკოლებლად დაიკავებს!

სიახლეები

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან...

ზურაბ ჯაფარიძემ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი განაცხადა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ვადაზე ადრე გათავისუფლება შესთავაზეს, რაც კანონით არის გათვალისწინებული,...

აქტივისტმა სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას...

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...