მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

“თავისუფალი დემოკრატები” ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ

Published on

თავისუფალი დემოკრატები კანონის დარღვევით, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ ხელისუფლბას. მუნიციპალიტეტებში დანამატებსა და პრემიებზე გახარჯულ თანხებთან დაკავშირებით პარტიაში დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.პარტიის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა, აუდიტის სამსახურს მიმართა და ფაქტების სასწრაფოდ გადამოწმებისკენ მოუწოდა.“მე მივმართავ საქართველოს კონტროლის პალატას, აუდიტის სახელმწიფო სამსახურს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტების შემოწმება. ადამიანები, რომლებიც ხელს აფათურებენ ქურდულად ჩვენი მოსახლეობის ჯიბეში, უნდა იყვნენ სასტიკად დასჯილები და განდევნილები ამ მუნიციპალიტეტებიდან. ეს არის სამარცხვინო მოვლენა და ქართულ ოცნებას მოუწევს ამაზე პასუხისგება,“ – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...