მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება დაიწყო

Published on

პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის  საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ფაქტს. 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით,“ – განმარტავს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ნათია სუხიაშვილი.
როგორც ცნობილია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი. 
როგორც ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, ევრო სასამართლოს მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი გახდა, რომელზეც გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასწარი დაკავება გამოყენებული იქნა სხვა ფარული ზრახვებისთვის, კერძოდ კი ბრალდებულზე მორალური ზეწოლის მოსახდენად.
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...