მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში ნაკიფუს მოსახლეობის საპროტესტო აქცია განახლდა

წალენჯიხაში ნაკიფუს მოსახლეობის საპროტესტო აქცია განახლდა

Published on

წალენჯიხის რაიონის გამგეობის შენობის წინ, სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა გზის მშენებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. 
აქციის მონაწილეების განცხადებით, ადგილობრივი მთავრობა უკვე წლებია მათ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს და იმ შემთხვევაში, თუ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ და უფრო მეტიც, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. 
ამ წუთებში გამგებელი გოგა გულორდავა აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მივიდა.  
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინათ ნაკიფუს მოსახლეობამ იგივე მოთხოვნით  წალენჯიხა-ზუგდიდის ცენტრალური გზის პიკეტირება მოაწყო და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მათთან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელები მივიდნენ და სოფლის გზის მშენებლობის პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. აქციის განახლება, როგორც  წალენჯიხის გამგეობასთან შეკრებილები ამბობენ, ამ ინფორმაციის არასანდოობამ განაპირობა. 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...