მთავარისიახლეებისაზოგადოებაშსს თბილისის აეროპორტში მოხდართან დაკავშირებით განცხადებას და იქ დამონტაჟებული კამერების ჩანაწერს...

შსს თბილისის აეროპორტში მოხდართან დაკავშირებით განცხადებას და იქ დამონტაჟებული კამერების ჩანაწერს ავრცელებს

Published on

სამინისტრო განცხადებასთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერსაც ავრცელებს.შსს რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. 
 
"2016 წლის 19 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
 
კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.
 
სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.
 
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს."

სიახლეები

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...

3 აპრილს, 12:00 საათზე მოსაყდრის მოწვევით წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და...

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...