მთავარისიახლეებიპოლიტიკაარსებობს მოლოდინი, რომ ძალადობა და დაშინება შესაძლოა გამოყენებულ იქნას არჩევნების პროცესში....

არსებობს მოლოდინი, რომ ძალადობა და დაშინება შესაძლოა გამოყენებულ იქნას არჩევნების პროცესში. ამ მოლოდინს ამყარებს კორცხელის ინციდენტი – NDI –ის ანგარიშიდან

Published on

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოს შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს. ეს არის წინასაარჩევნო ანგარიში, რომელშიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეა ლაპარაკი და  რამდენიმე თემას ეხება, მათ შორის  საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს განსაზღვრელ საკითხებს. ამერიკული ორგანიზაცია კონკრეტულ რეკომენდაციებზეც საუბრობს.

 „არჩევნების შედეგები და ამ პროცესის კეთილსინდისიერად ჩატარება დამოკიდებულია სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევაზე, აღმოფხვრილი უნდა იქნას ძალადობისა და დაშინების შესაძლებლობა, ასევე დაიძლიოს მოლოდინი, რომ  კანონმდებლობის აღსრულება გარკვეულწილად მიკერძოებული წესით მოხდება და გარკვეულმა პირებმა შესაძლოა კულისებს მიღმა გავლენა მოახდინონ პროცესებზე,“- განაცხადა NDI-ის ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორმა ლორა ჯუიტიმ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ყველა შეხვედრაზე ძალადობა და დაშინება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. როგორც დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, წინასაარჩევნო კამპანიის ამ ადრეულ ეტაპზე ეს ბრალდებები ეფუძნება როგორც წარსული მოვლენებით განპირობებულ შიშებს, ასევე კონკრეტულ ფაქტებს.

„ყველა შეხვედრაზე, რომელიც ჩვენ საქართველოში ჩავატარეთ, მონაწილეები ამბობდნენ, რომ ძალადობა და დაშინება შესაძლოა, მეთოდებად იყოს გამოყენებული არჩევნების პროცესში. არჩევნებამდე ჯერ ადრეა, მაგრამ ეს შიში არსებობს და ის გარკვეული ტენდენციებით და ფაქტებითაა განპირობებული. ამ შიშს ამყარებს კორცხელის ინციდენტი, რომელიც სულ ახლახან მოხდა. ჩვენ შევხვდით იმ ადამიანებს ვინც კორცხელში იმყოფებოდნენ, ვნახეთ ვიდეოფირები, ასევე ვესაუბრეთ არასამთავრობოებს, ვიხილეთ მტკიცებულებები, რომ მთავრობის მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ნათელია, რომ ადგილზე იყვნენ საკმარისი რაოდენობის სამართალდამცველები ამ ადამიანების დასაცავად. მიუხედავად ბრალის წაყენებისა, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა არ მოხდეს მათი სათანადოდ დასჯა. პოლიტიკურ პროცესში ძალადობის დაგმობა აუცილებელია, ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის ბიუროს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მაიკლ პოზნერიმ.

სიახლეები

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ

პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...

„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. გულორდავა „მედიაჩეკერთან“...