მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებამ გაზპრომი ირიბი ფორმით შემოიყვანა საქართველოში

ხელისუფლებამ გაზპრომი ირიბი ფორმით შემოიყვანა საქართველოში

Published on

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ „გაზპრომმა“ ქართულ კომპანიას „გაზკო+“-თან ხელი მოაწერა კონტრაქტს საქართველოსთვის გაზის მიწოდების შესახებ.

როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართული კომპანია ის კომერციულმა დირექტორმა გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი. კონტრაქტის თანახმად, მიმდინარე წელს „გაზპრომი“ კომპანია „გაზკო+“-ს100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწოდებს.კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.

მიხედავად ამისა,  საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ “კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ვერ გაფორმდება“ მისივე თქმით, ,,გაზკო+ ''  კერძო კომპანიაა და ამ მოლაპრაკებებში სახელმწიფო არ არის ჩართული.

" შევიტყვე ეს ყველაფერი ღია საინფორმაციო წყაროებიდან და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ვერ გაფორმდება. თუმცა კვლავ გავიმეორებ, არის კომერციული ურთიერთობები. არ ვართ ჩართულები, მე პირადად არ ვარ ჩართული მგონია, რომ არც ენერგეტიკის სამინისტრო არ არის ჩართული და აქედან გამომდინარე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარიგება არ არის დახურული“ – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზკოსა და გაზპრომს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე საუბრობენ ექსპერტები. 

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვახტანგ ლეჟავას თქმით, ამ ხელშეკრულების მიზანი და შედეგი უცნობია. ეს და სივრცეს გვიტოვებს იმისათვის, ვივარაუდოთ რანაირად აისახება ეს ჩვენ ენერგეტიკულ ბალანსზე, ან ჩვენ ურთიერთობებთან, რუსეთთან და შესაბამისად მის ისტრუმენტთან – გაზპრომთან. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ვარაუდები შეიძლება იყოს პესიმისტური“ – განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ.

„თუ ეს ნებართვა გასცა საქართველოს მთავრობამ, ეს არის ქვეყნის ღალატი“ – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე  გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

“სანამ გაზპრომთან ხელშეკრულებას გააფორმებდა საჭირო იყო, ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ გაზის ტრასპორტირების კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება. თუ ეს ნებართვა გასცა საქართველოს მთავრობამ, ეს არის ქვეყნის ღალატი, ვინაიდან საქართველოს არავითარი რუსული გაზი არ სჭირდება. ეს არის ირიბი ფორმით გაზპრომის შემოყვანა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.  

ენერგეტიკის საკითხებში ფონდ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის დირექტორის მურმან მარგველაშვილის თქმით, ამ ხელშეკრულებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ბაზრის სეგმენტირება.

“მთავარი რისკი არის კორუფცია და პოლიტიკური ზეგავლენა. ეს არის მთავარი. გაზპრომთან ურთიერთობაში ჩვენ ამას უდნა მივაქციოთ ყურადღება. იმის გამო, რომ ჩვენ არ გავაქვს გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და კონკურენტული ბაზარი, შეიძლება ასეთმა შემოტანამ გამოიწვიოს ჩვენი ბაზრის სეგმენტირება. ნაწილი იქნება სოკარის გავლენის, ნაწილი გაზპრომის ქვეშ და ეს ნამდვილად არ იქნება კარგი“ – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...