მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნატომ და ევროკავშირმა საქართველო მიატოვა“ - The Washington Post

„ნატომ და ევროკავშირმა საქართველო მიატოვა“ – The Washington Post

Published on

„ნატომ და ევროკავშირმა საქართველო მიატოვა“ – ამ სათაურით აქვეყნებს The Washington Post-ი სტატიას საქართველოზე. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ვარშავაში, ნატოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი არ განიხილება.ავტორი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ნატოს გაფართოების შესახებ საუბარი დეკემბერში გაიმართება, თუმცა საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის.სტატიაში ნათქვამია, რომ ნატოსგან განსხვავებით, საქართველოს ევროკავშირთან მიმართებაში პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდა, რომ მან ყველა ვალდებულება შეასრულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი შეაჩერეს. ავტორის ინფორმაციით, გერმანული მხარის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებაა, ასევე ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ ვერ შეაჩერა კრიმინალური დაჯგუფებების ევროპაში ჩასვლა.სტატიის ავტორს ევროპარლამენტის დეპუტატის სარიუშ ვოლსკის ციტატაც მოყავს, რომ „ქართული ოცნება ფუნდამენტურ უფლებებს თელავს“, რომ მედია ზეწოლას განიცდის, განსაკუთრებით კი ტელეკომპანია რუსთავი 2.

რუსთავი2.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...