მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთის პარლამენტი. სადეპუტატო შეკითხვა: რატომ მიგვყავს ქართველები აფხაზეთის არმიაში?

აფხაზეთის პარლამენტი. სადეპუტატო შეკითხვა: რატომ მიგვყავს ქართველები აფხაზეთის არმიაში?

Published on

,,რის საფუძველზე ხდება გალის რაიონის მოსახლეობის გაწვევა აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, თუკი აფხაზეთის რესპუბლიკის კანონში ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ ‘’ ნათქვამია, რომ აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში გაწვევა ეხება აფხაზეთის მოქალაქეებს?'' – ეს კითხვა დასვა ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატმა ახრა კვეკვესკირმა აფხაზეთის პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე, რომელზედაც განიხილებოდა ცვლილებები კანონში ,, აფხაზეთის რესპუბლიკაში უცხოეთის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.’’

თუმცა დეპუტატის ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა, რადგან არც კოლეგებმა, და არც დიმიტრი შამბამ, რომელიც პრეზიდენტის წარმომადგენელია პარლამენტში,  უარი განაცხადეს ამ საკითხის გარშემო მსჯელობაზე იმ მიზეზით, რომ იგი არ არის ,,დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში.“

შეგახსენებთ, აფხაზეთში 2005 წლიდან მოქმედებს ,,კანონი მოქალაქეობის შესახებ'', რომლის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაიწვევიან მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, თუმცა ამას წლების მანძილზე ხელი არ შეუშლია გალში მცხოვრები ახალგაზრდების გაწვევისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.

უფრო მეტიც, დღემდე არ არის დახურული საქმე, რომელიც 2008 წელს აღიძრა  22 ქართველი ახალგაზრდის მიმართ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მუხლით. ახრა კვეკვესკირი ერთი იმათთაგანია, რომელიც ამხელს ამ საქმის აბსურდულობას, რამდენადაც ეს ახალგაზრდები თავად მათი სამხედრო ნაწილის მეთაურმა გაუშვა ,,არასანდოობის'' მომიზეზებით, ხოლო შემდეგ სამხედრო პროკურატურამ დეზერტირებად გამოაცხადა ისინი. ახალგაზრდები დღემდე ძებნაში არიან.

 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...