მთავარისიახლეებიპოლიტიკაანგელა მერკელი საქართველოს შესახებ და ოპოზიციის განცხადება, რომ კვირიკაშვილი გერმანიიდან...

ანგელა მერკელი საქართველოს შესახებ და ოპოზიციის განცხადება, რომ კვირიკაშვილი გერმანიიდან ხელცარიელი ბრუნდება

Published on

ბერლინში საქართველოს პრემიერითან ერთობლივ ბრიფინგზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია, მაგრამ საქართველო არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი.

"ასოცირება ძალაში შედის, მაგრამ ჯერ მისი იმპლემენტაცია საჭიროა. ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, ყველაფერი გავაკეთოთ, ასოცირების შეთანხმება რის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს.

 

"საქართველო არ არის ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატი, ეს არ არის ჩვენს დღის წესრიგში, ჯერ გავაკეთოთ, ის რაც ჩვენ გეგმაში შემოდის, კარგად დავამთავროთ პროცესი, ჩვენ ვხედავთ დიდ წარმატებას, პროგრესს ვხედავთ, რასაც საქართველომ მიაღწია,“- განაცხადა მერკელმა.

ბრიფინგს არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა საქართველოში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით,  მსგავსი ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო ძალიან დიდი ხნის წინ.“რეალურად ვფიქრობ, რომ ეს იყო უშედეგო ვიზიტი. მსგავსი ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო ძალიან დიდი ხნის წინ და რეალური შედეგი იქნებოდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეღწია იმისათვის, რომ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი, გამიჯნულიყო იმ საერთო საკითხისგან, რომელიც უკავშირდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს, რადგან როგორც ქალბატონმა მერკელმაც დაადასტურა, საქართველო არ წარმოადგენს პრობლემატურ ქვეყანას მიგრაციის თვალსაზრისით. მაგრამ ამ პოზიციის ლობირება ვერ მოახდინა დროულად საქართველოს ხელისუფლებამ და დღესაც ხელცარიელი მოდიან ბერლინიდან,“- განაცხადა სამადაშვილმა.

 

სიახლეები

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი- ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში

NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა...

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...