მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო კოდექსი მკაცრდება - ფასადური ცვლილებები კორცხელის ინციდენტის გადაფარვის მიზნით

საარჩევნო კოდექსი მკაცრდება – ფასადური ცვლილებები კორცხელის ინციდენტის გადაფარვის მიზნით

Published on

საარჩევნო კოდექსში ცვლილებები  შედის. არჩევნების დღეს პოლიციელებს, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც ექნებათ ყოფნის უფლება.

მთავრობის ინიციატივით მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. 

 მმართველი გუნდი, მათ შორის  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ კანონის გამკაცრებას  კეთილშობილური მიზანი აქვს და საარჩევნო პროცესში ძალადობის თავიდან აცილებას ემსახურება. 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე საარჩევნო კანონის გამკაცრების საჭოროებას ვერ ხედავს, იგი თვლის, რომ ხელისუფლება ამ ცვლილებებით კორცხელის ინციდენტის გადაფარვას და საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

„ეს არის კორცხელის გადაფარვის მცდელობა და მცდელობა რამენაირად პასუხი გასცენ საერთაშორისო თანამეგობრობიდან და ქართული საზოგადოებიდან მომდინარე კრიტიკას. ის რომ ძალადობაში მონაწილე პირების დასჯა დღევანდელი კოდექსით არ შეიძლება, არის ტყუილი. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ დეპუტატის პიჯაკის დაზიანებისთვის სამი ახალგაზრდა თვეობით გაუშვეს ციხეში, ამიტომ კოდექსში ყველანაირი მუხლი არსებობს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...