მთავარისიახლეებიპოლიტიკაცენზურა ივანიშვილისათვის - პრესკონფერენციის ვიდეო-ჩანაწერის სრული ვერსია დღეს არ გამოქვეყნდება

ცენზურა ივანიშვილისათვის – პრესკონფერენციის ვიდეო-ჩანაწერის სრული ვერსია დღეს არ გამოქვეყნდება

Published on

,,ქართუ ჯგუფის'' პრესსამსახურის ხელმძღვანელი  გიორგი უძილაური ავრცელებს განცხადებას, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის ვიდეო-ჩანაწერის სრული ვერსია დღეს არ გამოქვეყნდება.

მისი თქმით,  დღეს მედიას მხოლოდ 10-წუთიან ჩანაწერს მიაწვდიან, რათა  ბეჭდურ მედიას და სააგენტოებს უნდა მიეცეთ საშუალება, პირველებმა მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია.შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერი მოგვიანებით, "სავარაუდოდ, ხვალ" გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს დღევანდელი პრესკონფერენციის გადაღების საშუალება არ ჰქონდათ.

როგორც ჩანს პრესსამსახური ეცდება შეარბილოს  ლაფსუსები, რომელიც ბიძინა ივანიშვილისათვის არის დამახასიათებელი, თუმცა ეს მცდელობა წინასწარ არის განწირული მარცხისთვის.

 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...