მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ კვირიკაშვილის შესაძლო არჩევის შესახებ

ივანიშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ კვირიკაშვილის შესაძლო არჩევის შესახებ

Published on

საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით, პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა  “ტექნოპარკში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

კითხვაზე, თუ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ვინ წარმოუდგენია მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – იქნება ის მოქმედი უმრავლესობის, ან მთავრობის რომელიმე წევრი, თუ ახალი სახე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კითხვა ნაადრევია და „ქართული ოცნების“ ოფისში ჯერ მაჟორიტარობის საკითხს განიხილავენ. 

„შემდგომ სია უნდა განმტკიცდეს. შემდეგ არჩევნებია. ალბათ უფრო გვიანდელ პროცესში გაირკვევა ვინ იქნება თავმჯდომარე. დღეს მგონი ცოტა ნაადრევია ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამით იგი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ  არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს. „გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გიორგი კვირიკაშვილმა ეს გამცხადება გააკეთა გუშინ გავრცელებულ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც  არჩევნების შემდეგ იგი  შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...