მთავარისიახლეებიექსკლუზივიმოსკოვი და კონსტანტინეპოლი ე.წ. აფხაზური ეკლესიის დასაკუთრებისათვის ბრძოლაში

მოსკოვი და კონსტანტინეპოლი ე.წ. აფხაზური ეკლესიის დასაკუთრებისათვის ბრძოლაში

Published on

 

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ქართული  დელეგაცია არც ერთი ფორმით არ მიიღებს მონაწილეობას მართმადიდებელ ეკლესიათა «დიდ და წმიდა კრებაში», რომელიც პირველია ათასი წლის შემდეგ და 50 წელია მზადდება.მოსკოვს აქვს პრეტენზია იყოს ,,მესამე რომი’’, და სურს აჩვენოს თავისი ძალა კონსტანტინეპოლს – ამიტომაც უცხადებს ბოიკოტს მის მიერ მოწვეულ მსოფლიო საეკლესიო კრებას.

რას ნიშნავს ასეთ პირობებში ჩვენი სინოდის გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა კრებაში? პასუხი ზედაპირზე დევს.  და რა მოხდება, თუ საეკლესიო კრებაზე სტუმრის ან სხვა სტატუსით ვიხილავთ ვინმე დოროთე დბარს. ქართული ეკლესიის ბოიკოტით ხელგახსნილი ბართლომესაგან ეს სავსებით მოსალოდნელია.  ვერაფერი ნუგეშია ვიახოთ, რომ აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია არაკანონიკურია, ხოლო მისი წინამძღოლი  ,,თვითმარქვია მიტროპოლიტი“, ეს მხოლოდ გაამყარებს აფხაზი სეპარატისტების მტკიცებას, რომ ის, რაც წარმოუდგენელია დღეს, ხვალ  რეალობად იქცევა – მაგალითისთვის ის აღმაფრენაც კმარა, რაც კონიფას ჩემპიონატს მოყვა სოხუმში. ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესების მიმოხილვას

 15 მაისს ახალი ათონის მონასტერში გაიმართა ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის მიერ მოწვეული საეკლესიო-სახალხო კრება. კრების მიზანი იყო იმ კანონიკური ჩიხიდან გამოსვლის გზების ძოება, რომელშიც უკვე მრავალი წელია აფხაზური ეკლესია იმყოფება. კრების მონაწილეთა შეფასებით იგი ერთის მხრივ ფორმალურად რჩება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ნაწილად, მეორე მხრივ კი ფაქტიურად მოსკოვის საპატიარქოს სამწყსოსა და მზრუნველობის ობიექტს  წარმოადგენს

აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიია, რომელსაცსათავეში დოროთე დბარი უდგას, გამოსავალს აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებაში  ხედავს და თანადგომისკენ მოუწოდებს კონსტანტინოპოლის პატრიარქს ბართლომეს.

არაკანონიკური აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის დროებითი მმართველი (ადრე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლი) ბესარიონ აფლიაა კი ამტკიცებს, რომ აფხაზური ეკლესიის კანონიკური პრობლემის გადაჭრის გზას რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასტან ტრადიციული კავშირების გარღმავებაშია, რამდენადაც მოსკოვიაფხაზური ეკლესიის  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისაგან დაცულობისა და მისი აყვავების ერთადერთი გარანტია.  აფლიაა არ უარყოფს, რომ მოსკოვის მიერ აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას მრავალი წელი დასჭირდება, რამდენადაც ამ ეტაპზე რუსეთის მართლმადოდებელი ეკლესია ვერ შეძლებს ამის გაკეთებას  კანონიკური პრობლემების გამო –  მას აქვს საკმაოდ  მკაფიო ჩამოყალიბებული  პოზიცია, რომლის თანახმად კანონიკური საზღვრები არ გადაიხედება. ეს ეხება უკრაინის ეკლესიასაც და  მოლდოვის ეკლესიასაც და, რა თქმა უნდა, მოსკოვს  არ სურს ასეთი პრეცედენტი შექმნას აფახაზეთის სახით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით აფხაზეთი დიდი ხანია განუდგა და ჩამოშორდა საქართველოს და ეს ლოგიკურად აყენებს აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხსაც.

დბარის  მიტროპოლიის წარმომადგენლებიც საკმაოდ ღიად საუბრობენ იმ მრავალ პრობლემაზე, რომელიც ეხება ურთიერთობას არა მხოლოდ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან, არამედ რუსულთანაც და საერთოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. მათ აღელვებთ ის ფაქტი, რომ როგორც რუსული და, რასაკვირველია, ქართული ეკლესიის წარმომადგენლები სავსებით მისაღებად თვლიან დღევანდელ სიტუაციას, რომელიც შეიძლება საუკუნეების მანძილზე შენარჩუნდეს -ანუ კანონიკურად აფხაზეთი ქართული ეკლესიის სამწყსოდ და განუყოფელ ნაწილად დარჩეს, ხოლო იმართებოდეს რუსული ეკლესიის მიერ, როგორც ეს დღეს არის. დბარის მიტროპოლია გამოსავალს ამ სიტუაციიდან  საერთაშორისო საეკლესიო ინსტიტუტების დახმარებაში ხედავს. მართალია,  ამ პრობლემების გადაჭრა ერთი ხელის მოსმით არც მსოფლიო საპატრიარქოს შეუძლია, მაგრამ მოცემულ ეტაპზე არის ერთი შესაძლო გადაწყვეტა – არა აფხაზური ეკლესიის ვტოკეფალიის დაუყოვნებელი  აღიარება, არამედ აფხაზური ეკლესიის მიღება დროებით მმართველობაში.  მათ ამის იმედს აძლევთ ის, რომ დბარის ადრინდელი ძალისხმევით და ახლა  უკვე საეკლესიო- -სახალხო კრების მიმართვით მსოფლიო პატრიარქისადმი  კონსტანტინეპოლს აქვს სრული, რეალური სურათი იმისა, რაც ხდება აფხაზურ ეკლესიაში, მიუხედავად იმისა, რომ ,,საქართველოს საპატრიარქო მრავალი წელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფხაზეთში ყველაფერი რიგზეა, რომ ქართველი მღვდელმსახურები და ეპისკოპოსები დაუბრკოლებლად ჩადიან აფხაზეთში და უშუალო, ცოცხალი კავშირი აქვთ აფხაზეთის მღვდელმსახურებთან და სამწყსოსთან, აფხაზეთს  გაწყვეტილი აქვს ყოველგვარი კავშირი ქართულ  ეკლესიასთან'' – ნათქვამია წერილში. , 

დბარის აზრით, ის, რომ ,,ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უკვე ოც წელზე მეტია ვეღარ ზრუნავს აფხაზეთის მრევლზე, საკმარისია იმისათვის, რომ ანგარიში არ გაეწიოს იმ ფაქტს, რომ  აფხაზური ეკლესია კანონიკურად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება და ამიტომ სავსებით სამართლიანია მისი მიღება კონსტანტინეპოლის დროებით მმართველობაში''.''.

 ბევრს აფხაზეთში მიაჩნია, რომ აფხაზ მღვდელმსახურთა შორის მიმდინარე  მიმდინარე ბრძოლები ავტოკეფალიის მიღწევის გზების (და არა თავად ავტოკეფალიის საკითხის – ამაში სავსებით თანხმდებიან) ) გარშემო არის აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ორგანული ნაწილი და უჭირთ გაიგონ, რატომ არ ცნობს რუსეთის საპატრიარქო აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიას, თუკი რუსეთმა სცნო აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა პოლიტიკურ პლანში.

რაც შეეხება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფალთ,  ისინი გარეგნულად ცდილობენ განერიდონ ორ საეკლესიო თემს შორის მიმდინარე დავას, რადგან  უფრთხიან საეკლესიო განხეთქილებას, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმოიშვა და სულ უფრო ღრმავდება, მით უფრო, რომ რომელიმე ერთი მხარის მხარდაჭერის შემთხვევაში მათ შეიძლება დაკარგონ მხარდამჭერები როგორც აფლიაას ისე დბარის სამწყსოდან.

მეორეც, და შესაძლოა, მთავარი მიზეზი მათი ჩაურევლობისა იმაში მდგომარეობს, რომ განხეთქილების მთავარი საგანია,  სად უნდა ეძებოს აფხაზეთის ეკლესიამ მხარდაჭერა -კონსტანტინეპოლში თუ მოსკოვში, მოსკოვისგან ამ მხრივ უახლოეს ხანებში არაფერია მოსალოდნელი, არადა მისი განაწყენებაც არავის უნდა, რადგან ამას ნამდვილად არ მოყვება კარგი შედეგები მარიონეტული ხელისუფლებისათვის.

არის კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოება – ეს არის ამ ორ თემს შორის  საეკლესიო ქონების გაყოფის საკითხი. ხელისუფლებას არ სურს თავს დაიტეხოს ბრალდებები არც ერთი და არც მეორე მხრიდან, რომ მისი მხარდაჭერა  მატერიალური დაინტერესებით არის განპირობებული.   ახლა განსაკუთრებით მწვავედ დგას  ახალი ათონის მონასტრის საკითხი. ამ რამდენიმე წლის წინათ დოროთე დბარი აფლიაას დაუკითხავად შეიჭრა და დაეპატრონა სიმონ კანანელის სახელობის მონასტერს, სადაც ახლა  თავად  ეწევა მღვდელმსახურებას თავისი მრევლისთვის, თუმცა ბესარიონ აფლიაა არ აპირებს დათმოს ტაძარი. აფხაზეთს დროდადრო გადაუვლის ავისმომასწავებელი მოლოდინი, რომ ბესარიონ აფლიაა შეეცდება ახლა თავად შეიჭრას იქ და ძალით გამოდევნოს დბარი თავისი მრევლითურთ და ამით აღასრულოს  საეკლესიო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად დბარის იქ დარჩენა უკანონოა. თავის მხრივ დბარი ამტკიცებს, რომ მისთვის ახალი ათონის მონასტრის წართმევის  გადაწყვეტილება არა საეკლესიო სასამართლოს თავისუფალი ნების გამოვლენაა, არამედ,  ,,საიდუმლო წერილობითი დასმენების შედეგი“ . სხვათაშორის, საეკლესიო – სახალხო კრების მოწევევისთანავე ბესარიონ აფლიაამ  ღიად განაცხადა, რომ დბარს უახლოეს დღეებში გამოაძევებს მონასტრიდან   და მას ეს ძლივს გადააფიქრებინეს, უფრო ზუსტად, სხვა დროისათვის გადაადებინეს აფხაზეთის ხელისუფლებაში და, როგორც ამბობენ, მოსკოვის საპატრიარქოშიც შესაძლო გართულების თავიდან აცილების მიზნით.

 ეკლესიის პრობლემა უკვე გასცდა შიდაკონფესიური უთანხმოების საზღვრებს და იქცა ერთერთ მნიშვნელოვან განსახილველ თემად  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მასში ერთვება სულ უფრო მეტი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ან ირიბად არის დაკავშირებული ამ პროცესთან  შიდაკონფლიქტმა საზოგადოებრივი თანხმობისათვის საშიშ ფორმებში გადაზრდა იწყო. ვეღარავინ ახერხებს არათუ მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა პოზიციების დაახლოებას, არამედ მათი  ღრმად პოლიტიზებული მრევლის მორიგებას.

ასეთი არაერთი მცდელობა აქვს და ჰქონია  რაულ ხაჯიმბას და მის წინამორბედს ალექსანდრე ანქვანბსაც.

ეს უკანასკნელი ამბობს, რომ  ორივე მხარეს  ესმით დღემდე, რომ საეკლესიო ცხოვრება უფრო რთულად არის მოწყობილივიდრე საეროპოლიტიკური და რომ არსებული საეკლესიო კანონები გამორიცხავს აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის  სწრაფად მიღწევას, ამიტომ ახალგაზრდა მღვდელმსახურების არგუმენტები დამოუკიდებლობის სწრაფი კანონიკური მიღწევის შესაძლებლობის შესახებ უფრო სპეკულაციას გავს, თუმცა კი კარგად მუშაობს საზოგადოებაში. .

,, ჩვენ ქართული ეკლესიისგან მხოლოდ დეფაქტო ვართ გამოყოფილი, უარს ვამბობთ დავექვედებაროთ მას. მაგრამ არავინ, არც ერთი პატრიარქატიკონსტანტინპოლის პატრიარქატიც კი,  არ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას, თუ არ იქნა საპატრიარქოების, მათ შორის თავად  ქართული ეკლესიის საპატრიარქოს  ურთუერთშეთანხმებული გადაწყვეტილება ამის შესახებ. ასეთია მრავალსაუკუნოვანი  საეკლესიო კანონები და მათი გადახედვა არც მოხდება დროში, რომელიც  ჩვენს თვალსაწიერში შეიძება მოექცეს.

მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ მართლმადიდებლობის აღორძინება და განვითარება ქვეყანაში ავტოკეფალიის აღიარების გარეშეც მიმდინარეობს. იმისათვის, რომ აფხაზურ ეკლესიას ჰქონდეს ყველა აუცილებელი საიდუმლოს აღსრულების  უფლება, იმისათვის რომ რწმენა უფრო აქტიურად ვრცელდებოდეს ბუნებრივ გარემოში, მე მივმართე მოსკოვის პატრიარქს თხოვნით გადაეწყვიტა აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასმის საკითხი. ეს  სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებლობაა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის შემთხვევით არ მიმიმართავს. იგი  ოც წელზე მეტია ყოველმხრივ ეხმარება და მხარს უჭერს აფხაზ მღვდელმსახურებს და მრევლს. ჩვენი ისტორიული საეკლესიო კავშირები ძალიან ღრმაა. და მე ჩვენს ახალგაზრდა სამღვდელოებასთან შეხვედრებზე მუდამ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ კონსტანტენოპოლი  გაცილებით შორეულია ჩვენთვის, ვიდრე რუსული.  აფხაზებისთვის კონსტანტინეპოლი შეიძლება იყოს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია, მაგრამ არა სულიერი პურის მიღების ადგილი’’ – აცხადებს იგი.

დასკვნისათვის: დბარი  ( რომელიც მანამდე რუსულ ეკლესიაში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ კონსტანტინეპოლისაკენ მიდრეკილების გამო დაითხოვეს იქიდან) საკმაო წარმატებით ეძებს აფხაზური ეკლესიის კონსტანტინოპოლთან დაახლოების გზებს. და მას ამის ზურგიც აქვს – მართალია იგი კანონიკური თვალსაზრისით თვითმარქვია მიტროპოლიტია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ბართლომესათვის თავის რეზიდენციაში მიეღო იგი .

მანამდეც და ამ შეხვედრის ემდეგაც კონსტანტინეპოლი  უხეშად ერეოდა აფხაზეთის საქმეებშიარ ისმენდა  საქართველოს საპატრიარქოს  გაფრთხილებას, რომ მიღება დბარისა, რომელიც მოითხოვს    აფხაზეთის გადაცემას კონსტანტინოპოლის მმართველობაში, არის საეკლესიო სეპარატიზმის მხარდაჭერა და  ლტოლვილი მრევლისა და ღვთისმსახურთა ინტერესების  იგნორირება.

მაგრამ ყველაზე საშიში არის ის, რომ არც კონსტანტინეპოლი და არც მოსკოვი საქართველოს აღარ მიიჩნევს შემაფერხებელ ფაქტორად  აფხაზური ეკლესიის დასაკუთრებისათვის ბრძოლაში, ამ საკითხში მათი პოზიცია ერთია – აფხაზურ ეკლესიას ისინი მხოლოდ სიტყვიერად აღიარებენ ქართული ეკლესიის განუყოფელ ნაწილად, საქმით კი ქართული ეკლესიისგან განდგომილ მღვდელმსახურებს ამწესებენ აფხაზეთის ეკლესია  – მონასტრებში. მათ სათავისოდ ეს პრობლემა მოაზრებული და გადაჭრილი აქვთ და მხოლოდ საჭირო დროს ელოდებიან. ამდენად, კონსტანტინეპოლში არწასვლა არ არის გამოსავალი ქართული ეკლესიისათვის. ალბათ მაინც არ ღირდა მოსკოვისადმი მაამებლობის გამო ამ დიპლომატიურ შესაძლებლობაზე უარის თქმა. 

 

 


სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...