მთავარისიახლეებისაზოგადოებამანანა ბახია: თავის დროზე ყვითელი ლენტით რომ გადაეკეტათ გზა, ჩემი შვილებიც...

მანანა ბახია: თავის დროზე ყვითელი ლენტით რომ გადაეკეტათ გზა, ჩემი შვილებიც ცოცხლები იქნებოდნენ

Published on

,,3-4 თვეა რაც თვალი გავახილე და მესამე შვილი შევამჩნიე” – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას 2015 წლის 13 ივნისს დაღუპული დების – ელზა და ინდირა ზარანდიების დედა. მანანა ბახია ერთი წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიას იხსენებს და “პრაიმტაიმთან” საუბრისას ამბობს, რომ დროული რეაგირების შემთხვევაში მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

“მგონია, ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. ყველაზე უარესი ის არის, რომ იცი რა და როგორ მოხდა და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. ჩემს შვილებს არც მაშველები სჭირდებოდათ და არც ვერტმფრენები, უბრალოდ თავის დროზე ყვითელი ლენტით რომ გადაეკეტათ გზა ამხელა ტრაგედია არ დატრიალდებოდა და ჩემი შვილებიც ცოცხლები იქნებოდნენ. არ ვარ უტვინო, ვიცი, რომ სტიქიას ვერავინ შეაჩერებს, მაგრამ ის ელემენატრული მაინც ხომ უნდა გაკეთებულიყო, რომ გზა დროულად გადაეკეტა პოლიციას. შეიძლება ვიღაცამ თქვას, ერთი წლის მერე გაახსენდა ეს ამბავიო? დამიჯერეთ, 3-4 თვეა რაც თვალი გავახილე და მესამე შვილი შევამჩნივე. ჩემს ბიჭს აქამდე ვერც კი ვამჩნევდი, სულ ერთი აზრი მიტრიალებდა – მალე ჩემს გოგოებთან წავსულიყავი. მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ იმ დღეს ოპოზიციაც და პოზიციაც ერთად რომ დამდგარიყო და დროულად მიეხედათ საქმისთვის, დღეს მე უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი. ზოოპარკს ეშველა, მაგრამ ჩვენ ვერა.  უცბად დაიანგარიშეს თითო მიცვალებულისთვის რამდენი უნდა გადაეხადათ, ნეტავ ასე უცბად მაშინ ემოქმედათ და გზა ჩაეკეტათ, ჩემი შვილები ხომ ვერ მოხვდებოდნენ იქ”, – ამბობს მანანა ბახია, რომელიც დები ზარანდიების სახელობის სტიპენდიის დაწესებისთვის მადლობას უხდის სანდრა რულოვსს.

“მადლობა მინდა ვუთხრა სანდრა რულოვსს, რომელმაც 25 ბავშვს დები ზარანდიების სახელობის სტიპენდია დაუნიშნა. ეს ჩემთვის დიდი რამეა, რადგან მათი სახელების გარდა არაფერი დამრჩენია. ელზას სურდა საკუთარი სტომატოლოგიური კლიკიკა ჰქონოდა – “ზარა” უნდა დავარქვაო. ინდირა ჟურნალისტიკაზე ოცნებობდა – დე, მე აუცილებლად გავხდები პოპულარულიო. პოპულარული კი გახდა, მაგრამ სიკვდილის მერე”.

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...