მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიბერშანტაჟის მორიგი მცდელობა და განსხვავებული პოზიციები ხელისუფლების პასუხისმგებლობის...

კიბერშანტაჟის მორიგი მცდელობა და განსხვავებული პოზიციები ხელისუფლების პასუხისმგებლობის მიმართ

Published on

 

 კიბერშანტაჟის გუშინდელ  მორიგ მცდელობას საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოყვა, თუმცა  ამისთვის პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს კვლავ არავის  დაეკისრება. 

გაზეთ ,,ქრონიკა პლუსის’’ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მთავარი პროკურორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობებიდან გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს.  ,, ჩვენ  ჟურნალისტებმა და საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ სამი რამ – პირველი, თანამდებობები დატოვონ გომელაურმა და გოგაშვილმა, მისმა მოადგილემ, შს მინისტრი საერთოდ გვყავს თუ არა, საკითხავია და საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ,“ – განაცხადა მან მთავარ პროკურატურაში დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ. 

შეგახსენებთ, ფარული ვიდეო კადრების ახალი ინტერნეტ მისამართები უცნობმა პირებმა სოციალური ქსელით  ელისო კილაძეს გაუგზავნეს. ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პროკურატურას შეატყობინა, რის გამოც ის საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს. კილაძე მთავარ პროკურატურაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს მის გვერდზე კიდევ ერთხელ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რასაც ელისო კილაძე ცინიზმად აფასებს 

სხვა პოზიცია აქვს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების პრაქტიკა აღმოიფხვრას. თუმცა, მისი თქმით, ვინაიდან ტექნოლოგიები საკმაოდ განვითრებულია და ეს მასალები შესაძლოა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყოს გატანილი, ამ პრობლემის აღმოფხვრა სრულყოფილად მოკლე ვადაში ვერ ხერხდება.

„ძალოვანი სტრუქტურები მყისიერად რეაგირებენ. ეს არის ის, რაც ამ პირობებში მათ შეუძლიათ, მაგრამ ის, რომ 9 წლის განმავლობაში დაგროვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ფარულად ჩაწერილი სიბინძურე ქვეყნიდან არის გატანილი, ან არ არის გატანილი, მაგრამ მათივე დამსახურებით, მათივე ძალისხმევით, ხელიდან ხელში გადადიოდა, ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება ყოველ კონკრეტულ საქმეზე მყისიერი რეაგირება, გამოძიება, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების ხანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ბოლომდე მოკლე ვადაში მათი ეს ქმედებები იქნება აღმოფხვრილი. ჩვენ ვიცით, რომ წინა საქმეებზე საზღვარგარეთიდან იყო ხოლმე ატვირთული ეს უკანონოდ მოპოვებული ფარული მასალა.

მთავარია, რომ საზოგადოება ამ სიბინძურის წინააღმდეგ ერთსულოვანია და რომ არც ერთი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ვიქნებით ხელისუფლებაში, თუ ოპოზიციაში, არ შეუშინდება ამ ჩანაწერებს და ყველა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტიურობას ზუსტად ისე გააგრძელებს. მე არვიცი გუშინ რა გავრცელდა, მაგრამ მთავარი დარტყმა მიდიოდა ქალებზე პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, მაგრამ როგორც ჩანს, მტერი ძალიან არასათანადოდ აფასებს ქალების გამბედაობას და გადაწყევტილებას იმის შესახებ, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს მიუხედვად იმისა, რას გაავრცლებენ მასზე და მე ყველა ქალბატონის მიმართ ვარ მკაცრად სოლიდარული და კიდევ ერთხელ მკაცრად ვგმობ იმას, რომ რომელიმე მედიასაშუალებას შეეშალოს და ტირაჟირება გააკეთოს ამგვარი ფარული მასალის“,-განაცხადა თეა წულუკიანმა

 

 

 

 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...