მთავარისიახლეებისაზოგადოება„ნუ გძინავთ, მიხედეთ ქალაქს“- აქცია ბოტანიკურ ბაღში

„ნუ გძინავთ, მიხედეთ ქალაქს“- აქცია ბოტანიკურ ბაღში

Published on

„ნუ გძინავთ, მიხედეთ ქალაქს“- ამ სახელწოდებით დღეს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ სამეგრელოს განვითარების ცენტრის ახალგაზრდებთან ერთად ბოტანიკურ ბაღში საპროტესტო აქცია გამართა.აქციის მონაწილეებმა ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ფოტოები ბაღში დამონტაჟებულ ურნებზე გააკრეს.წითლიძე ამბობს, რომ ბოტანიკურ ბაღის მოვლასთან დაკავშირებით პრობლემებია, მომრავლებულია მსხვილფეხა პირუტყვი, განადგურებულია ბზა, მოუწესრიგებელია ურნები და დასუფთავების სამსახურს საკმარისი მუშახელი არ ყავს.წითლიძის ბრალდებებს მერიაში უპასუხეს. ვიცე-მერმა გია გულორდავამ  დაადასტურა რომ ადგილობრივი მოსახლეობის მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა და დაჯარიმებისა, მაინც ხდება საქონლის შემოდინება, ხოლო რაც შეეხება ბზის დაგვიანებით შეწამვლას, ამ ფაქტს სიცრუე უწოდა.საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილობრივი თვცითმმარტველობა საკუთარი ძალებით უვლის ბოტანიკურ ბაღს, თუმცა ერთიანად მისი მოვლა-პატრონობა ბაღის რაბილიტაციის პროექტის ამუშავებამდე ვერ ხერხდება.ზუგდიდასუფთავების უფროსი განმარტავს, რომ ისინი დავალებულ სამუშაოს კარგად ასრულებენ, თუმცა მთლიანად ბაღის მოვლისთვის საჭირო თანხები ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნია, ადასტურებს იმასაც, რომ ბოტანიკური ბაღის კომპლექსის მოვლას მუშახელის მეტი რაოდენობაც ჭირდება.ანი წითლიძე აცხადებს, რომ ბოტანიკური ბაღის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა  ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა აიღოს.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...