მთავარისიახლეებისამართალირუსთავი 2-ის იურისტები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

რუსთავი 2-ის იურისტები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

„დღეიდან 21 დღიდან 30 დღის შუალედში ჩვენ უნდა ჩავიბაროთ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება 21 დღე გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის და უზენაესი სასამართლო იმსჯელებს უკვე დასაშვებობის საკითხზე.

აშკარაა, რომ ჩვენს საქმეზე არსებობს დასაშვებობის ყველა კრიტერიუმი და არ არსებობს მისი დაუშვებლად ცნობის წინაპირობა. სწორედ ამიტომ  იმედი მაქვს საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად ცნობს ჩვენს საკასაციო საჩივარს და განიხილავს რუსთავი 2-ის საქმეს,“ – განაცხადა რუსთავი 2-ის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

სიახლეები

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში ოპოზიციური პარტიები აიკრძალება. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო...

უკანონოდ დაეუფლა დაზარალებულის 16 300 ლარს – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების...

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...