”რუსთავი 2”-ის მხარე შორენა ყაველაშვილის აცილებას მოითხოვს. ”იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 1-ელ ივნისს მივმართეთ, თუმცა მხოლოდ დღეს გაგვცეს პასუხი. ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულად რთულად მოსაძიებელ ინფორმაციას. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ დღეს წარმოადგინა ინფორმაცია ჩვენს შეკითხვაზე თუ რა კვალიფიკაციით აქვს ჩაბარებული შორენა ყაველაშვილს გამოცდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: შორენა ყაველაშვილმა წარმატებით ჩააბარა მოსამართლეობის კვალიფიკაციის გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე შემდეგ გარემოებასთან: ჩვენს საქმეს, რომელიც საკუთრივ სააპელაციო სასამართლომ დააკვალიფიცირა რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ დავად, იხილავდა მოსამართლე, რომელსაც არ გააჩნია სამოსამართლო კვალიფიკაცია სამოქალაქო ან ზოგადი კვალიფიკაციის მიმართულებით. შესაბამისად, ამ მოსამართლეს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენია მხარეების მიმართ, ხმა არ ამოუღია, გარდა იმ პროცესისა, როდესაც მისი აცილების შუამდგომლობა დადგა,ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს მოსამართლე სისხლის სამართლის პალატიდან მოავლინეს სწორედ იმიტომ, რომ დავალების შემსრულებელი მესამე მოსამართლე იყო საჭირო კოლეგიაში. ქეთევან მესხიშვილი ან გოდერძიშვილი რის საფუძველზე ჩანაცვლდა შორენა ყაველაშვილით, რომელიც არ წარმოადგენს სამოქალაქო პალატას, წარმოადგენს სისხლის სამართლის პალატას და არ გააჩნია მოსამართლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი”, – განაცხადა გვარამიამ.
”რუსთავი 2” მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებას ითხოვს
სიახლეები
საზოგადოება
მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს
მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...
საზოგადოება
ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა
ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
25 მომხრე და 2...
საზოგადოება
პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ
პარლამენტში მისული კვერცხის მწარმოებლები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. ადგილობრივი მწარმობელები ფასების რეკორდულად ზრდაზე პაუსიმგებლობას ხელისუფლებას...
სიახლეები
„მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს
კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა.
გულორდავა „მედიაჩეკერთან“...