მთავარისიახლეებისაზოგადოება"რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

“რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება

Published on

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. პროცესი 10 ივნისს, დილის 10 საათზეა ჩანიშნული. ამის შესახებ იურისტებს სააპელაციო სასამართლოდან დაახლოებით ერთი საათის წინ აცნობეს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ტვ საქართველოს იურისტებს შეატყობინეს, იგივე შინაარსის სატელეფონო ზარი არ განხორციელებულა რუსთავი 2-ის ადვოკატებთან, შესაბამისად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ ისინი ხვალაც არ დაუშვას დარაბაზში და არ დაასწროს გადაწყვეტილების გამოცხადებას. შეგახსენებთ, რომ საქმის გახილვა სამშაბათს, 7 ივნისს დასრულდა და კოლეგიამ განაცხადა, რომ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღეს დაჭირდებოდათ, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.რუსთავი 2-ის იურისტები ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ ნატა ნაზღაიძის კოლეგიის გადაწყვეტილება იქნება რუსთავი 2-ის და სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო. "ყველა იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ვიხილეთ პროცესის განმავლობაში და პროცესის შემდგომ, მაგალითად, მერაბ ტურავას მიერ პლენუმისთვის მიმართვა, რომ საქმე გადაცემოდა პლენუმს, ყველა ეს ფაქტი აღებული შემაჯამებლად, იძლევა იმ სურათის აღქმის საშუალებას, რომ გადაწყვეტილება იქნება ისვ სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ," – აცხადებს რუსთავი 2-ის იურისტი, თამთა მურადაშვილი. რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო ხვალ მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს გამოაცხადებს. დასაბუთებულ გადაწყვეტიელბას მხარეები უკვე 30 დღის განმავლობაში მიიღებენ. 

რუსთავი2

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...