მთავარისიახლეებისამართალითამაში ცალ კარში - რუსთავი 2 - ის საქმის განხილვა ადვოკატებისა და...

თამაში ცალ კარში – რუსთავი 2 – ის საქმის განხილვა ადვოკატებისა და კომპანიის მხრიდან მთავარი მოპასუხის გარეშე მიმდინარეობს

Published on

 სააპელაციო სასამართლოში  მორიგი პროცესი რუსთავი 2-ის საქმეზე ხმაურით დაიწყო –   ტელეკომპანია რუსთავი2-ის სასამართლოს პროცესზე, სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილის პროცესზე არ დაუშვეს. არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა სხდომაზე რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის დაშვებასთან დაკავშირებითაც. ამის საფუძვლად კოლეგიამ დაასახელა ის, რომ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა  უარი თქვა  სააპელაციო სარჩელზე –   შესაბამისად  სასამართლომ შეწყვიტა დავა  ამ სარჩელზე,  და რაკი  დავა, რომელშიც  მოპასუხე  ნიკა გვარამია უნდა ყოფილიყო,  შეწყდა, ამ უკანასკნელის  დაშვება არ ჩათვალა საჭიროდ.   ამავე მიზეზით, უარი ეთქვათ პროცესზე დასწრებაზე რუსთავი 2-ის იურისტებს.  

"რაც აქ ხდება, არის კრიმინალი და ჩვენ აქ ჩუმად არ ვიჯდებით, სანამ ეს კრიმინალი მიმდინარეობს,“ –  განაცხადა რუსთავი 2 – ის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა.

 ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ მის საპასუხოდ განაცხადა , რომ  კრიმინალი იყო ის, რაც ქიბარ ხალვაშის მიმართ ხორციელდებოდა. "თქვენ არ გაინტერესებთ სამართლებრივი საკითხები, თქვენ გაინტერესებთ ყველა სხდომაზე აცილება დააყენოთ გამოგონილი ტყუილებით,“ –  განაცხადა მან. 

 სასამართლო კოლეგიამ ადვოკატები დიმიტრი ძაგნიძე და ზაზა ბიბილაშვილი, შეპასუხებისთვის 500-500 ლარით დაჯარიმა. სხდომა რუსთვი 2 – ის მხარდამჭერმა პოლიტიკოსებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.  

ამრიგად პროცესი  გრძელდება საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მხარის სარჩელის განხილვით  – საუბარია ლოგოს და საავტორო უფლებების ნაწილზე.  მოგვიანებით, მხარეები მტკიცებულებების გამოკვლევის დასკვნით ეტაპზე გადავლენ.

 

 

 

 

 

 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....