მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი ბრატისლავაში GLOBSEC-ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი ბრატისლავაში GLOBSEC-ის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

Published on

საქართველოს პრეზიდენტი    გიორგი მაგველაშვილი ქართულ დელეგაციასთანერთად, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრატისლავაში იმყოფება, სადაც გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. იგი სიტყვით გამოვა ღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე- "რყევის ზონა: ევროპის სამეზობლო სტრატეგია"   
პრეზიდენტის ადმინისტრაციისს ცნობით, გ. მარგველაშვილი  ყურადღებას გაამახვილებს ისეთ უმთავრეს საკითხებზე, როგორიცაა საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებული ვითარება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი და მნიშვნელობა ეროპისათვის. ხაზგასმით ი ქნება  აღნიშნული, რომ ევროპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების გარეშე. 
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის სლოვაკეთის პრეზიდენტთან. ასევე შეხვედრა სენატორ მაკკეინთან.
სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი 19 ივნისს საქართველო – სლოვაკეთის ერთობლივ ბიზნესფორუმს გახსნის, რომელშიც ქართული მხრიდან ოცდაათამდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

 

სიახლეები

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...