მთავარისიახლეებისამხედრო თემაჩხალთაში, კოდორის ხევში 6 ე. წ. მესაზღვრე გადაიჩეხა

ჩხალთაში, კოდორის ხევში 6 ე. წ. მესაზღვრე გადაიჩეხა

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის ლევარსა  კვიწინიას ინფორმაციით, გუშინ საღამოს კოდორის ხეობაში ხევში გადაიჩეხა სატვირთო მანქანა, რომელსაც ე.წ. აფხაზეთის სასაზღვრო ჯარებში მომსახურე სამხედრო პირები გადაჰყავდა. 
წინასწარი ინფორმაციით მანქანაში იმყოფებოდა 6 ე.წ. მესაზღვრე.  5 მათგანი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ერთი მესაზღვრის ბედი ამ დრომდე უცნობია, მას ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა კოდორის ხეობის სოფელ ჩხალთაში, სოხუმიდან 50 კილომეტრში მოხდა.

 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...