მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობოები "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევის დაწყებას ითხოვენ

არასამთავრობოები “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე მოკვლევის დაწყებას ითხოვენ

Published on

ახალგზარდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყოს სასამართლოზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იმ კოლეგიის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც საქმის განხილვამდე შეიცვალა, ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე ზეწოლაზე ინფორმაცია საკუთარ მოძღვარს მიაწოდა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, კოლეგიაში, რომელზეც ზეწოლა ხორციელდებოდა ახლანდელი კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძეც შედიოდა.რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის შემადგენლობის რამდენჯერმე შეცვლა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც არსებული კოლეგიის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ბოლო სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე ეკა ბესელია იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანთან იმყოფებოდა. ელისო კილაძის ინფორმაციას ეკა ბესელია არასერიოზულად აფასებს, თუმცა ადასტურებს, რომ სწორედ იმ დროს, რომელზეც გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი საუბრობს იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანთან ნამდვილად იმყოფებოდა.ელისო კილაძე ასევე ამბობს, რომ ბოლო სასამართლო სხდომის წინ ღამის 23:30-ზე მოსამართლე ნათია გუჯაბიძე სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფებოდა.

rustavi2.com

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...