მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქართუ ბანკის'' საჩუქარი ზუგდიდს და მეგრული ანდაზა ,,ჭიჭე ძღვინ, სო მეურქია...

,,ქართუ ბანკის” საჩუქარი ზუგდიდს და მეგრული ანდაზა ,,ჭიჭე ძღვინ, სო მეურქია დო დიდ ძღვინშავა”

Published on

ქალაქ ზუგდიდის მერიის ინფორმაციით,"ქართუ ჯგუფმა" ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს 2 ძირი იშვიათი სახეობის სპილოს პალმა  გადასცა საჩუქრად. ესპანეთიდან ჩამოტანილი ძვირადღირებული პალმები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის ეზოში დაირგო.

ტიტას თავგადასავლის შემდეგ სავსებით ლოგიკურია კითხვა, რომელსაც მოქალაქეთა დიდ ნაწილს აღუძრავს ეს ამბავი – ხომ არ მოითხოვს სანაცვლოდ რამეს იგივე ბაღიდან ,,ქართუ ბანკის,, უკან მდგარი №1 მებაღე , მით უფრო, რომ მედიაში გავრცელებული ცნობით, ზუგდიდში ყოფნისას მან აშკარა ინტერესი გამოხატა  დადიანების მამულში  მდგარი 3 უნიკალური ჯიშის  ხის მიმართ. ,,ჭიჭე ძღვინ, სო მეურქია დო დიდ ძღვინშავა''  ( პატარა ძღვენო, სად მიდიხარო და დიდი ძღვენისთვისო), ამბობს მეგრული ანდაზა.  იგივე მოქალაქეები აცხადებენ, რომ, თუ ვინმეს აქვს ეს ცდუნება, ჯობს დაძლიოს, რადგან  დადიანების ბაღიდან ერთ ხესაც ვერავინ წაიღებს ხალხის ნებართვის გარეშე -,, თვით პატონ დადია (დავით დადიანიც) რომ ადგეს საფლავიდან და მოინდომოს ეს.'' 

 

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...