მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკური გარიგება პრეზიდენტსა და ,,ქართულ ოცნებას" შორის. არასამთავრობო სექტორი გეგმავს სასამართლოს...

პოლიტიკური გარიგება პრეზიდენტსა და ,,ქართულ ოცნებას” შორის. არასამთავრობო სექტორი გეგმავს სასამართლოს მიმართოს

Published on

დეპუტატები პრეზიდენტის ვეტოს განსახილველად ემზადებიან. გიორგი მარგველაშვილმა შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებები და კანონმდებლებს საკუთრი ვარიანტი გადაუგზავნა. 

მიუხედავად იმისა დაიძლევა თუ არა ვეტო და მიიღებს თუ არა პრეზიდენტის ვერსიას პარლამენტი , სამოქალაქო ორგანიზაციები მაინც სასამართლოში ჩივილს გეგმავენ. ოპოზიცია და არასამთვრობოები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ვერსიაში  ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ბოლომდე არ არის გათვალისწინებული.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ მათ განსხვავებული მოლოდინი ქონდათ პრეზიდენტისგან და მასთან გამართული ორი კონსულტაციის შემდეგ ქვეყნის პირველი პირისგან უფრო კრიტიკულ პოზიციას ელოდნენ.

მათი განმარტებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილი შენიშვნები სრულად არ ასახავს ვენეციის კომისიის მიერ გამოგზავნილ დასკვნას.

როგორც სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, პრეზიდენტის შენიშვნებსაქვს სამი ძალიან ნიშვნელოვანი ხარვეზი,მიუხედავად, ერთერთ პრობლემად კვლავ რჩება მაღალი კვორუმი ორგანული კანონის მიღებასა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით, რაც მათი თქმით, არჩევნების თემებთან მიმართებაში არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

მათი აზრით, შედგა პოლიტიკური გარიგება პრეზიდენტსა და ქართულ ოცნებას შორის.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის შენიშვნები სრულად და აქ არ არის აშკარად ასახული ეს შენიშვნები. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისა და მთავრობის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს,“ – განაცხადა ნაციონალური მორაობის წევრმა, სერგო რატიანმა.

 

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...