მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე და პრემიერ მინისტრის...

პრეზიდენტის ვეტო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე და პრემიერ მინისტრის გამოხმაურება

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

გადაწყვეტილების მისაღებად გიორგი მარგველაშვილს ვადა 3 ივნისს ეწურებოდა. 

მანამდე ცვლილებები პრეზიდენტმა ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომლის დასკვნაც გასულ კვირას გამოქვეყნდა. ის 3 საკითხზე მოიცავს რეკომენდაციებს:

  1. მოსამართლეთა ვადას;
  2. პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმს;
  3. ასევე მოსამართლის უფლებას საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად.

"ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას, რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო," – განმარტა გიორგი მარგველაშვილმა. 

ვენეციის კომისიას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უმოკლეს ვადებში გადაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის.

"ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც და მათთვის ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა" – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომელიც აქამდეც გამოხატავდა კითხვის ნიშნებს. ეს ეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების კვორუმის საკითხებს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა 10 წლიანი ვადის სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

"ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერმინისტრთან მე მაქვს იმედი რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეაფასა, როგორც "კონსტრუქციული დიალოგის ძალიან კარგი პრეცედენტი".

ყველაფერს გავაკეთებ, რომ უმრავლესობა დაეთანხმოს ვეტოში გამოთქმულ შენიშვნებს, აღარ იყოს საუბარი დაძლევაზე და ჩვენ ალბათ პირდაპირ მივიღებთ ამ შენიშვნებს. ვფიქრობ, ეს პრეცენდენტი იქნება ძალიან კარგი მაგალითი მომავალში ასეთი კონსტრუქციული დიალოგისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...