მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგალში ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ოთხმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

ერთ საათზე მეტია, რაც ქართული მხარის დელეგაციამ ენგურის ხიდი გადაკვეთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. გალში მიმდინარეობს ოთხმხრივი შეხვედრა  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.  ქართული დელეგაციის შემადგენლობაშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტროს  წარმომადგენელი . მათთან ერთად იმყოფება ეუთოს წარმომადგენელი. დელეგაციის წევრებს ენგურის ხიდის გადაკვეთისას კომენტარები არ გაუკეთებიათ.  

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე  მთავარი განსახილველი საკითხი 19 მაისს, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა იქნება. 

შეგახსენებთ, ეს არის პირველი ასეთი შეხვედრა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, გალის შეხვედრები 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...