მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს დილით ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვეულ სამუშაო ადგილზე მისულ გარემოვაჭრეებს რკინის...

დღეს დილით ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვეულ სამუშაო ადგილზე მისულ გარემოვაჭრეებს რკინის ბარიკადები დახვდათ

Published on

დღეს დილით ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვეულ სამუშაო ადგილზე მისულ გარემოვაჭრეებს რკინის ბარიკადები დახვდათ.

უკმაყოფილება ქალაქის მერიის ამ გადაწყვეტილებით  გადაიზარდა სტიქიურ საპროტესტო აქციაში, რომელიც ამ დრომდე  მიმდინარეობს.

შეკრებილები ტროტუარის კვლავ გარევაჭრობის მიზნით დაკავებას ცდილობენ.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც მათ ამის საშუალებას არ აძლევს. 

,,11 მაისს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა  ნუკრი ესართიამ გამოგვიცხადა, რომ მერიამ დროებით დაგვრთო  ამ ტერიტორიაზე  მუშაობის გაგრძელების ნება იმ პირობით, რომ ტროტუარის მხოლოდ ერთ ნაწილზე ვიმუშავებდით, მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდით, რადგან ჩვენთვის დროებით გამოყოფილი ზოლი  ძალიან ვიწრო იყო  და იქ მუშაობა, მით უმეტეს, დახლების ჩადგმა  შეუძლებელია. ასე მცირე ადგილის გამოყოფა ფაქტობრივად მუშაობის აკრძალვას ნიშნავს, ჩვენ კი ოჯახები გვყავს სარჩენი  და ბანკის ვალები გვახრჩობს. დღეს მერიამ ყველაფერს გადააჭარბა –  დროებითი ნებართვაც უკან წაიღო და ეს ადგილიც აღარ დაგვიტოვა.''  – აცხადებს აქციის მონაწილე.

შეკრებილები ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მისვლას  მოითხოვენ  და აცხადებენ, რომ  მ საპროტესტო აქციას არ შეწყვეტენ, სანამ  მერია დათმობაზე არ წავა და ბაზრის გარეთა პერიმეტრზე ვაჭრობის აკრძალვას ოფიციალურად არ მოხსნის.  

 

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...