მთავარისიახლეებისაზოგადოება,,მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში და, თუ...

,,მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში და, თუ სისხლისღვრა განმეორდა, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგებით შუაში და როგორც ქრისტიანები თავს გავწირავთ ახალგაზრდების გადასარჩენად,“-აცხადებს მეუფე პეტრე

Published on

მეუფე პეტრე, მის სამონაზვნო დასთან ერთად 20 ივნისის სისხლიან ღამეს აფხაზეთის მოვლენებს და 9 აპრილს ადარებს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა ქართველი ახალგაზრდების წინააღმდეგ სისხლისღვრას, რომლებსაც ესროდნენ ზურგში, ისევე როგორც ეს მოხდა აფხაზეთში.

„საქართველოს ხელისუფლებამ, მისმა სპეცდანიშნულების სამსახურებმა, ფაქტიურად, შეასრულეს დავალება საქართველოს ერის, ქართული სულის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც ხელი აღმართეს და სისხლი დაღვარეს, ყველაზე ჯანსაღი ერის, ყველაზე მართალი, ღირსეული და მებრძოლი სულისკვეთების მქონე ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც არანაირად არ იყვნენ პოლიტიზირებული და ეს ჩანს და რაც ეკუთვნოდნენ არც ერთ პოლიტიკურ მიმდინარეობას. მე მიმაჩნია, რომ როგორც აფხაზეთის ომში ერთ-ერთი მიზანი ამ უბედურებისა იყო ქართველი მებრძოლი სულის, ახალგაზრდა თაობათა მოსპობა და გენოციდი და, ნაწილობრივ, ამას მიაღწია მტერმა. და ხშირი შემთხვევები მქონდა ასევე როდესაც ზურგიდან აფხაზეთში, ქართველების ზურგიდან იყვნენ დაჭრილი და მოკვდინებული. ასევე მაშინ როდესაც, ფაქტიურად, აქცია დაიშალა და ქუჩაში დასდევდნენ ამ ახალგაზრდებს ეს იყო უკვე არა პროტესტის, არამედ ქართული ახალგაზრდა სულისკვეთების წინააღმდეგ მიმართული დამოკიდებულება,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.  

მეუფე პეტრე დრეს 7 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდება, მისი თქმით სამღვდელოება ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდები დაიცვას. სასულიერო პირმა საპატრიარქო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუშინ ქაშვეთის ტაძარიც კი ჩაკეტილი იყო და საპატრიარქო ვერ დადგა თავის სიმაღლეზე. 

„ვინაიდან გუშინ ისევე, როგორც 9 აპრილს, ისევე როგორც სამოქალაქო დაპირისპირების დღეებში 91-92 წლებში საქართველოს ეკლესიამ ვერ მოახერხა მწყემსი კეთილის სიმაღლეზე და ქრისტიანული მოწოდებით დაემტკიცებინა, რომ თავი გაეწირა ერისთვის და ერის შვილების გადასარჩენად, ძალიან ვწუხვართ, რომ წუხელ ქაშვეთის ტაძარიც კი იყო დაკეტილი. მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს სამონაზვნო დასთან ერთად დღეს ჩავიდე თბილისში. ვემიჯნებით ყველანაირ პოლიტიკურ დამოკიდებულებას, მოწოდებებს, მაგრამ იქ ვიქნებით მხოლოდ ქაშვეთის ტერიტორიაზე მხოლოდ იმისთვის, რომ დღეს ისევ განმეორდება ასეთი უმოწყალო დაპირისპირება. უმოწყალო დამოკიდებულება და სისხლისღვრა ქართველი ახალგაზრდების მიმართ, ჩვენ ცოცხალი კედელით ჩავდგეთ შუაში და ჩვენ როგორც ქრისტიანებმა გავწიროთ თავი ახალგაზრდების გადასარჩენად,“-განაცხადა მეუფე პეტრემ. 

განცხადება გააკეთა მეუფე გრიგოლმაც. მისი შეფასებით ის რაც გუშინ მოხდა მიუღებელია

„ყველანაირად მომხრე ვართ იმისა, რომ თვით ის უფლებებიც კი რაც ადამიანებს გვაქვს ყველას მოქალაქეებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში იყოს და განვითარდეს. მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. ის რაც ხდებოდა რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი არის. არ შეიძლება ასე ადამიანების გაწირვა, თუნდაც განსხვავებული აზრის. ვფიქრობ, რომ მაინც მთელი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება,“-განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...