მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სახეზეა სახელმწიფოს ეროზია ივანიშვილის ხელში'' - საქართველოს რესპუბლიკური პარტია

,,სახეზეა სახელმწიფოს ეროზია ივანიშვილის ხელში” – საქართველოს რესპუბლიკური პარტია

Published on

საქართველოს რესპუბლიკური პარტია 20 ივნისის აქციის დარბევას ეხმაურება და “სისხლიან სპეცოპერაციაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართული ოცნების მთავრობას და პირადად მის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს”. რესპუბლიკელების შეფასებით, “ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოინელა, არ აპატია და მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევით შეეცადა სამოქალაქო საზოგადოების დასჯას, რომელმაც დაიცვა საკუთარი ეროვნული ღირსება და ხელი შეუშალა რუსეთის დუმის მიერ ორგანიზებულ ე.წ. მართლმადიდებლურ საპარლამენტო ანსამბლეას დამოუკიდებელი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში”.

რესპუბლიკური პარტია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

“მათ დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობები. სახეზეა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლების ხელში სახელმწიფოს ეროზია, ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურის გაფორმების მცდელობა, საკუთარ მოქალაქეებთან კონფრონტაციაზე წასვლა საერთაშორისო თვითიზოლაციის პირობებშიც კი.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსვლის მიზნით აუცილებლად მიიჩნევს უახლოეს პერიოდში პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და მრავალპარტიული არჩევნების საფუძველზე “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. პირადად ბიძინა ივანიშვილმა სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს 20 ივნისის მოვლენებზე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის აზრით, არჩევნების გზით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა არის სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც უკლებლივ ყველა დემოკრატიული პოლიტიკური ძალა უნდა დაემორჩილოს” – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

აღმოვაჩინეთ კუსტარული ნარკოლაბორატორია – ამოღებულია 28 კგ-მდე მეთადონი-შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს და 28 კგ-მდე...

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს,...

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...