მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნების" ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყნის მართვას - დავით უსუფაშვილი

“ოცნების” ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყნის მართვას – დავით უსუფაშვილი

Published on

„ოცნების ხელისუფლება ვერ უმკლავდება ქვეყნის მართვას,“ – ეს განცხადება „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.

დავით უსუფაშვილი გმობს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტი გააპროტესტეს, რეზინის ტყვიების და ცრემლსადენის გაზის გამოყენებით დაარბიეს.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თითოეულმა პირმა საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, მათ შორის, ირაკლი კობახიძემაც.

„მან დაუშვა ისეთი მოვლენაც კი, რამაც სრულიად საქართველო აღაშფოთა და ეს გააკეთა მისთვის დამახასიათებელი ქაოტურობით, ზედაპირულობით, უუნარობით. არ ვთხოვ კობახიძეს, გადადექი-მეთქი, მგონია, რომ ეს მოქალაქისთვის, ამ პროცესების შემხედვარე ადამიანისთვის უხერხულიც კია, რამე ამდაგვარზე მიუთითოს თანამდებობის პირებს, რომელთა მოქმედებების გამოც მივიღეთ ის სურათი, რაც მივიღეთ გუშინ,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც. ამ დროისთვის დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...