მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი" - მერაბ მეტრეველი პოლიტიკაში მიდის

“გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი” – მერაბ მეტრეველი პოლიტიკაში მიდის

Published on

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი პოლიტიკაში მიდის. განცხადება ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა "კვირის პალიტრის" საკუთარ რუბრიკაში "მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები" გააკეთა, სადაც ის დაახლოებით 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. მერაბ მეტრეველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”პროფესიას ვიცვლი! ჟურნალისტიკას ვემშვიდობები და ვემშვიდობები”კვირის პალიტრის” მკითხველსაც. ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება. უპირველესად იმიტომ, რომ იმას ანებებ თავს, რასაც ამდენი ხანი აკეთებდი, ყველაფერს ცვლი და ახალ საქმეს იწყებ. კიდევ იმიტომ, რომ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გალანძღონ, რომ პოლიტიკაში წავიდა. პოლიტიკოსობა ჩვენს ქვეყანაში ცუდთან ასოცირდება. ”აუ, რა უნდა, თავს რატომ იფუჭებს?!”, ”პოლიტიკა ბინძური საქმეა!”. იცით, რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე? იმიტომ, რომ პატიოსანი და ღირსეული ადამიანები თქვენსავით ფიქრობენ და პოლიტიკაში არ მიდიან, შედეგად კი ასპარეზი სხვებს რჩებათ. ჩემი აზრით, პოლიტიკაში უნდა წავიდეს ის, ვისაც გული ერჩის და ფიქრობს, რომ შეუძლია, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე აკეთოს. ეს არარის პათეტიკა, ეს სურვილია.

პაატა ბურჭულაძესაც იმავეს საყვედურობენ – კარგი მომღერალია, ქველმოქმედი, ყველას უყვარს, რაუნდა პოლიტიკაშიო… ყველა გაიძახის, მოგვბეზრდა ერთიდაიგივე ხალხი, ახალი სახეები სჭირდება პოლიტიკასო და თუ ვინმე გამოჩნდა, მაშინვე ვეტაკებით – რა გინდა პოლიტიკაშიო. იქნებ გავარკვიოთ, ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა.

რაც შეეხება ”ოცნების” გავრცელებულ მითს, რომ ბურჭულაძე ”ნაციონალების” სატელიტია, გული მწყდება, რომ ”ოცნება” ”ნაციონალებს ჰბაძავს და ცდილობს, მათგან ყველანაირი სიგლახე ისწავლოს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ეს პარტია არ მომწონს. უაპელაციოდ იარლიყების მიწებება, კონკურენტის ვიღაცის აგენტად გამოცხადება ”ნაციონალების” მეთოდი იყო. ასე მოიქცნენ ისინი, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში. მას პუტინის სატელიტის იარლიყი მიაწებეს… ასე რომ, ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ. ჩემი ადგილი არასდროს იქნება ”ნაციონალების” გვერდით… 

გემშვიდობებით როგორც ჟურნალისტი და შეგხვდებით როგორც პოლიტიკოსი. იმედია, ყველაფერი გამომივა”, – აღნიშნავს მერაბ მეტრეველი.

მერაბ მეტრეველს, როგორც მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის” წევრს, პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, დღეს წარადგენს.

სიახლეები

რომელსაც ვიცნობდი, იმ საქართველოს მე ვეღარ ვხედავ – აუსტრევიჩუსი

ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრეიჩუსმა საქართველოს ახლანდელი მდგომარეობა ადრინდელს შეადარა და ტვ "ფორმულას" გადაცემა "გეოპოლიტიკაში" განცხადა,...

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის...

სფფ-ს დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. GFF Awards 2025-ის ღონისძიება...

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...