მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ იქნება ენმ – ის გამსვლელ სიაში ზუგდიდის ორგანიზაციის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან?

ვინ იქნება ენმ – ის გამსვლელ სიაში ზუგდიდის ორგანიზაციის მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან?

Published on

სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის მიერ დღევანდელ  პრესკონფერენციაზე დაგეგმილი საარჩევნო სიის   პრეზენტაციის შემდეგ გაირკვევა, იქნებიან თუ არა   გამსვლელ სიაში პარტიის ზუგდიდის  ორგანიზაციის მიერ დასახელებული დეპუტატობის კანდიდატები: თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ლელა ქებურია, ლევან კონჯარია, ბესარიონ წერედიანი.

ამ კანდიდატურების შერჩევა მოხდა სამეგრელოს რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც 15 მაისს შედგა. კონფერენციას ესწრებოდა რეგიონში არსებული  ადგილობრივი ორგანიზაციების   23 დელეგატი და და სათაო ოფისის წარმომადგენლები –  კერძოდ, პარტიის სამდივნოს ორი წარმომადგენელი, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და რეგიონის კურატორი. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის  ლაშა დამენიას განმარტებით, შეხვედრა ჩატარდა მედიისათვის დახურულ რეჟიმში, რადგან  პოლიტსაბჭოს მიერ ერთიანი სიის დაკომპლექტების პროცესში ზოგი რამ კიდევ შეძლება შეიცვალოს. 

ორგანიზაციაში აცხადებენ,  რომ კანდიდატების შერჩევა მოხდა მათი საქმიანი თვისებებისა და  დამსახურების,  დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებისა და   პარტიის სხვა პრინციპებთან შესაბამისობის ნიშნით.

 შეგახსენებთ, ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არაერთგვაროვნად აფასებენ სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი გახდა ერთერთი მათგანი, რომელსაც  ნაკლებად მკვეთრ პოზიციას  და არასაკმარის აქტიურობას უწუნებენ ენმ – სათვის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში წინა არჩევნების შემდეგ. ინტერნეტმომხმარებელთა შორის საკმაოდ ბევრნი აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვისთვისაც  გაუგებარია, როგორ არ მოხვდა ამ სიაში ახალგაზრდა მზარდი პოლიტიკოსი ქალი ანი წითლიძე, რომელიც სხვა თვისებებთან ერთად აქტიურობის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა.

 

 

 

სიახლეები

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...