მთავარისიახლეებიინტერვიუალექსანდრე ანქვაბი: ჩვენ ქართული ეკლესიისაგან მხოლოდ დე - ფაქტო ვართ გამოყოფილი, არავინ,...

ალექსანდრე ანქვაბი: ჩვენ ქართული ეკლესიისაგან მხოლოდ დე – ფაქტო ვართ გამოყოფილი, არავინ, არც ერთი საპატრიარქო, თვით კონსატანტინოპოლისაც კი, არ ცნობს მის დამოუკიდებლობას

Published on

ახალ ათონში გუშინ გამართულმა ე.წ. საეკლესიო – სახალხო კრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  დაპირისპირება დოროთე დბარისა და ბესარიონ აფლიას მრევლს შორის  სულ უფრო ღრმავდება. ეს საკითხი კვლავ აქტუალურს ხდის ,,ოდიში ნიუსში" მიერ რამდენიმე ხნის წინათ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ოკუპირებული აფხაზეთის ექსპრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან , რომელიც ეხება  ე.წ. აფხაზური ეკლესიის წიაღში  მიმდინარე ძალაუფლებისათვის ბრძოლის საკითხებს საერო ცხოვრებასთან, პოლიტიკასთან კონტექსტში.   

,,ჩვენ ქართული ეკლესიისგან მხოლოდ დე – ფაქტო ვართ გამოყოფილიუარს ვამბობთ დავექვედებაროთ მას.მაგრამ არავინარც ერთი პატრიარქატიკონსტანტინოპოლის საპატრიარქოც კი,  არ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას'' –  ინტერვიუ სათაურით  ,,აფხაზეთის ეკლესიაში არსებული განხეთქილება მხოლოდ ქედმაღლობის დაოკებით დაიძლევა.'' თარგმნილია  სააგენტო ,,ინფორმ –აბხაზიას"  საიტიდან

–          დეკემბერში გამოქვეყნდა მღვდელმსახური ბესარიონის (აფლიას) ორი ინტერვიუ აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული სიტუაციის შესახებ. მამა ბესარიონი მთელ პასუხისმგებლობას 2011 წელს აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის შექმნისთვის წინა ხელისუფლებას აკისრებს. რას იტყოდით ამ ვერსიაზე?

–          ,,მამა ბესარიონის გზავნილები“ წავიკითხე. პირველი  მათგანი ფრიად უხეში და დამამცირებელია აფხაზეთის მორწმუნეთათვის და საერთოდ ქვეყნისთვის.  მეორე წარმოადგენს კონვულსიურ მცდელობას გამოძვრეს პირველ ინტერვიუში ჩადებული აბურდული და ცბიერი ხლართებიდან. ამასთან ,,ბატიუშკა'' ორივეში უღმერთოდ ცრუობს. ბესარიონი ძველი და მრავლისმნახველი კაცია. ამიტომ უნდა ახსოვდეს, რომ ეს არასასიამოვნო საეკლესიო ისტორია არც დღეს და გუშინ  და არც ცარიელ ადგილზე აღმოცენებულა და მისი ნამდვილი მიზეზები  ბევრისთვის არის ცნობილი აფხაზეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც. დეტალებს არ ჩავუღრმავდებოდი, დარწმუნებული რომ ვიყო ბესარიონი უნებლიე  შეცდომაშია ჩავარდნილი   ან ამნეზია აქვს და არც  წარსული ახსოვს, არც ის, რასაც აკეთებდა და ამბობდა გუშინ  – მეთქი. 

–          მაინც როდის წარმოიშვა საეკლესიო კონფლიქტი აფხაზეთში?

–        კონფლიქტი წარმოიშვა არა 2011-2012 წლებში, როგორც ამტკიცებს ბესარიონი, არამედ  მინიმუმ ათი წლის წინათ. მასა და ახალგაზრდა მღვდელმსახურებს შორის არამეგობრული ურთიერთობის შესახებ პირველად ჯერ კიდევ 2004 წელს გავიგე. ბევრისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ საქმე უბრალო აზრთა სხვადასხვაობასთან როდი  გვქონდა,  უთანხმოება ხშირად ხმაურიან სკანდალებში გადადიოდა. და უფრო მეტიც.  

      პირველმიზეზი, ვფიქრობ,  არის  კონფლიქტი სხვადასხვა თაობის მღვდელმსახურთა შორის. სახეზეა  განათლებული და ამბიციური ახალგაზრდების პიროვნული კონფლიქტი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებთან, რომელთაც აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და გარკვეული დამსახურებები   საზოგადოების წინაშე. ანუ ეს არის თაობათა   კონფლიქტი, რომელიც თანდათან გადაიზარდა საეკლესიო ხელისუფლების მოპოვებისათვის  გაჩაღებულ დაპირისპირებაში.  ამაშია, ჩემი აზრით, კონფლიქტის ძირითადი მიზეზი, სხვა დანარჩენს მხოლოდ მეტნაკლები მნიშვნელობა აქვს.

და რა თქმა უნდა, სრულიად აბსურდულია ბესარიონის მტკიცება, რომ გახეთქილების მოთავეებმა, ,,რასკოლნიკებმა“ შეგნებულად გამოიყენეს თავიანთ თამაშებში ლოზუნგი ,,წინ აღვუდგეთ რუსეთს’’,   რომელიც  თითქოს პოპულარულია აფხაზეთში. ის კი ნამდვილად შემიძლია დავამოწმო, რომ, ანტირუსულისგან განსხვავებით, ანტიბესარიონული განწყობები ახალგაზრდა მღვდელმსახურებს თავზესაყრელადა აქვთ.  

–          ეკლესიის პრობლემა უკვე გასცდა შიდაკონფესიური უთანხმოების საზღვრებს და იქცა ერთერთ მნიშვნელოვან განსახილველ თემად  საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მასში ერთვება სულ უფრო მეტი ადამიანი, რომელიც უშუალოდ ან ირიბად არის დაკავშირებული ამ პროცესთან.   პრეზიდენტობის დროს თქვენ არაერთხელ გამოხმაურებიხართ ამ საკითხს და, როგორც ვიცი, უშუალოდ მონაწილეობდით  მოდავე მხარეებს შორის კონფლიქტის დარეგულირების მცდელობებში. შეგიძლიათ თუ არა ახლა, როცა აღარ გამძიმებთ თანამდებობრივი ვალდებულებები, უფრო მეტი თქვათ ამ კონფლიქტის მიზეზების თქვენეულ ხედვაზე ?

–          თავდაპირველად ამ საკითხს  უშუალოდ შევეჯახე მაშინ, როდესაც შიდაკონფლიქტმა საზოგადოებრივი თანხმობისათვის საშიშ ფორმებში გადაზრდა იწყო. იმ დროისათვის აფხაზეთის სამღვდელოებამ, რომელმაც ვერ შეძლო თავად გადაეჭრა სადაო საკითხები, დასაყრდენისა და  დახმარების ძიება ხელისუფლებაში იწყო. მე მართლაც მოვაწყვე რამდენიმე საკმაოდ რთული შეხვედრა კონფლიქტის მხარეების წარმომადგენლებთან როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. და ეს პირველად მოხერხდა ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებიდან მრავალი წლის შემდეგ. პირდაპირ გეტყვით, რომ იმთავითვე გამიჩნდა უსიამოვნო შეგრძნება, რომ ვცდილობდი არა სარწმუნოების, მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურთა პოზიციების დაახლოებას, არამედ  ღრმად პოლიტიზებული, ჯიუტი ადამიანების მორიგებას. ამ მეტად ემოციური საუბრების  პროცესში ხანდახან უბრალოდ  ქრებოდა მთავარი თემა – აფხაზური ეკლესიის ბედი და პიროვნული შუღლის  დონეზე დადიოდა. მათ  ესმოდათ და  ესმით დღემდე, რომ არსებული კანონები გამორიცხავს აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის ისე სწრაფად მიღწევას, როგორც ამას ვისურვებდით. ამიტომ ახალგაზრდა მღვდელმსახურების არგუმენტები დამოუკიდებლობის სწრაფი კანონიკური მიღწევის შესაძლებლობის შესახებ უფრო სპეკულაციას გავდა – საეკლესიო ცხოვრება უფრო რთულად არის მოწყობილი, ვიდრე საერო, პოლიტიკური.

 ჩვენ ქართული ეკლესიისგან მხოლოდ დე – ფაქტო ვართ გამოყოფილი, უარს ვამბობთ დავექვედებაროთ მას. მაგრამ არავინ, არც ერთი პატრიარქატი,  კონსტანტინოპოლის პატრიარქატიც კი  არ ცნობს ჩვენს დამოუკიდებლობას, თუ არ იქნა საპატრიარქოების, მათ შორის თავად  ქართული ეკლესიის საპატრიარქოს  ურთუერთშეთანხმებული გადაწყვეტილება ამის შესახებ. ასეთია მრავალსაუკუნოვანი  საეკლესიო კანონები და მათი გადახედვა არც მოხდება დროში, რომელიც  ჩვენს თვალსაწიერში შეიძება მოექცეს.

მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ მართლმადიდებლობის აღორძინება და განვითარება ქვეყანაში ავტოკეფალიის აღიარების გარეშეც მიმდინარეობს. იმისათვის, რომ აფხაზურ ეკლესიას ჰქონდეს ყველა აუცილებელი საიდუმლოს აღსრულების  უფლება, იმისათვის რომ რწმენა უფრო აქტიურად ვრცელდებოდეს ბუნებრივ გარემოში, მე მივმართე მოსკოვის პატრიარქს თხოვნით გადაეწყვიტა აფხაზეთის ეპისკოპოსის ხელდასმის საკითხი. ეს  სასიცოცხლო მნიშვნელობის აუცილებლობაა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის შემთხვევით არ მიმიმართავს. იგი  ოც წელზე მეტია ყოველმხრივ ეხმარება და მხარს უჭერს აფხაზ მღვდელმსახურებს და მრევლს. ჩვენი ისტორიული საეკლესიო კავშირები ძალიან ღრმაა. და მე ჩვენს ახალგაზრდა სამღვდელოებასთან შეხვედრებზე მუდამ ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ კონსტანტენოპოლი  გაცილებით შორეულია ჩვენთვის, ვიდრე რუსული.  აფხაზებისთვის კონსტანტინეპოლი შეიძლება იყოს მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია, მაგრამ არა სულიერი პურის მიღების ადგილი

–          თქვენ შეხვედრიხართ პატრიარქ კირილეს. ალბათ განიხილეთ ეს სიტუაცია?

–          დიახ, მე მქონდა სრულიად რუსეთის პატრიარქთან შეხვედრაზე მიწვევის  პატივი. ჩვენ საფუძვლიანად ვისაუბრეთ პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც  ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მე გავაცანი მას იმ დროისათვის არსებული კონფლიქტის  არსისა და მიზეზების  ჩემეული გაგება და აღვუთქვი, რომ გავაგრძელებ მცდელობას მოვარიგო ურთიერთდაპირისპირებული მღვდელმსახურები. თუმცა ვერ მივცემდი პირობას, რომ ამ პრობლემას ახლო მომავალში გადავწყვეტდი, რამდენადაც ძველი და ახალი თაობის მღვდელმსახურებში ერთმანეთის პოზიციების მიმღებლობის ხარისხი უკიდურესად დაბალია და მათი მორიგება შეუძლებელი იყო არც მაშინ, არც ახლა.

– თქვენ აკეთებდით განცხადებებს დაპირისპირებულ მხრეებს შორის კონფლიქტის არსზე, ცდილობდით   ყველა მხარისადმი მიუკერძოებელ პირად წარმოგეჩინათ თავი, მაგრამ ზოგიერთი პუბლიკაცია პირდაპირ ან გადაკვრით მიანიშნებდა  იმაზე, რომ თქვენ ახალგაზრდა მღვდელმსახურებს უჭერთ მხარს.

-მე და ჩემი კოლეგები მთავრობიდან ვცდილობდით მოგვეძებნა კომპრომისი და ორივე მხარე მიგვეყვანა აქამდე. არც ერთი და არც მეორე ყოფილა სხვაზე მეტად ან ნაკლებად ახლობელი ჩემთვის, ბოლოსდაბოლოს, მე  მათგან არავინ გამიშვია სასწავლებლად სასულიერო სემინარიებში, არავისთვის  შემიწყვია ხელი წინსვლაში  საეკლესიო სამსახურებრივი იერარქიის კიბეზე.  უფრო მეტიც, არც ერთ მათგანთან მისვულვარ აღსარებაზე და არავისთან მიძებნია სულიერი თანადგომა.

ჩემთვის ეს  იყო და რჩება მხოლოდ და ხოლოდ საზოგადოებრივ- პოლიტიკური ხასიათის საკითხად, რომელსაც არა აქვს პირდაპირი შეხება საერო ხელისუფლებასთან, როგორც ასეთთან. ნებისმიერი ხელისუფალი  მოვალეა აღელვებდეს მართლმადიდებლობის ბედი აფხაზეთში პრინციპის დონეზე, რამდენადაც ჩვენ ვართ სახელმწიფო უძველესი ქრისტიანული ფესვებით.

ჩვენ მაშინ  ვამბობდით, რომ მღვდელმსახურთა სხვადასხვა თაობებს სხვადასხვაგვარად ესმით ავტოკეფალიისკენ სვლის გზები, მაგრამ არავინ – არც ხელისუფლება, არც საზოგადოება, ისევე როგორც თავად ურთიერთდაპირისპირებული  მღვდელმსახურები, არ დაობდა იმაზე, საჭიროა თუ არა ბრძოლა ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის – ეს არ იყო  დავის საგანი.

ამ და ბევრი სხვა საკითხის შესახებ  ვისაუბრეთ მეუფე ილარიონთან, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარესთან შეხვედრაზეც.

მე ვერაფრით დავუჭერდი მხარს მღვდელმთავრების  განხეთქილებას. უფრო მეტიც, გაგიზიარებთ შეგრძნებას, რომელიც გამუდმებით მდევდა  და მოგვიანებით გადამეზარდა  რწმენაში, რომ ცნობილი საზოგადოებრივ – პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ახალგაზრდა მღვდელმსახურებისათვის გამოცხადებული მხარდაჭერა აფხაზეთის მიტროპოლიის შექმნაში არ იყო ნაკარნახევი  აფხაზურ ეკლესიაზე ზრუნვით და ემყარებოდა ანქვაბის მთავრობისადმი მათ ოპოზიციურ განწყობებს. ამას ადასტურებს ახალგაზრდა მღვდელმსახურთა სიმრავლე ოპოზიციის მიტინგებზეც. ეს ბერკეტები გამოყენებული იყო როგორც ჩემს წინააღმდეგ  ბრძოლისა და სახელმწიფო გადატრიალების  ინსტრუმენტი.

–          გამოდის ეს კონფლიქტი, როგორც  აფხაზური ეკლესიის წიაღში ძალაუფლებისათვის  ბრძოლის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ზედაფენებს და არა რიგით მორწმუნეებს, მრავალი წელია მიმდინარეობს და ღრმავდება?     

–          2011 წელს ესმოდათ რა, რომ მორიგების გზა არ ჩანს, ხოლო  უთანხმოება სულ უფრო და უფრო ღრმავდება და წინ ჩიხია, ახალგაზრდა მღვდელმსახურებმა თავიანთი შეურიგებელი პოზიციის ახსნა აფხაზეთის ეკლესიის  ავტოკეფალიისაკენ სწრაფვით  იწყეს. ამ ლოზუნგით მოიპოვეს მათ მხარდაჭერა იმ პირთა შორის, რომელნიც იმ წლის  15 მაისს ახალი ათონის მონასტერში მოწყობილ კრებაზე მივიდნენ. სწორედ მაშინ და იქ გამოცხადდა აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის შექმნა, ხოლო დოკუმენტები მხოლოდ  კრების შემდეგ წარედგინა რეგისტრაციისათვის იუსტიციის სამინისტროს. ეს ცხადყოფს, რომ მიტროპოლიის რეგისტრაცია იყო უკვე მომხდარი ფაქტის  იურიდიული გაფორმება და არა ეკლესიის შეგნებული გაყოფა ხელისუფლების (პრეზიდენტ ანქვაბის მთავრობის)   მხრიდან, როგორც ამას დაუსაბუთებლად, თუმცა ჩემი გვარის დაუსახელებლად, ამტკიცებს ბესარიონი.

რელიგიასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობა  საერთოდ არ ითვალისწინებს უარის თქმას რეგისტრაციაზე ასეთ გარემოებებში, პირიქით იგი ავალდებულებს აფხაზეთის იუსტიციის სამინისტროს გასცეს სარეგისტრაციო დოკუმენტები და საპირისპირო ქმედება კვალიფიცირდება როგორც თვითნებობა ხელისუფლების მხრიდან. ეს მე პირადად და არაერთხელ ავუხსენი ბესარიონს და ასევე არაერთგზის შევთავაზე მის დაქვემდებარებაში არსებული ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიის ხელახალი რეგისტრაციისათვის თავისი წარმომადგენელი იურისტები წარეგზავნა იუსტიციის სამინისტროში, როგორც ამას მოითხოვს კანონი რელიგიის შესახებ.  რაც მთავარია,  ჩემი კოლეგების თანდასწრებით აღვუთქვი, რომ ამის შემდეგ მთავრობა დაუყოვნებლივ მიიღებდა დადგენილებას ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიისთვის  ტაძრებისა და მონასტრების, მათ შორის ახალი ათონის მონასტრის  ხელახალი გადააცემის შესახებ. ნაცვლად ამისა, ბესარიონი აგრძელებდა კარების ატალახებას მოსკოვში და  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ამბიონების კონსისტორული წრეების  დარწმუნებას იმაში, რომ ყველაფერში ანქვაბია დამნაშავე.

–          მაშ, ჰიპოთეზა, რომ ახალგაზრდა მღვდელმთავრებს  თქვენ უწევთ პროტექციას, მხოლოდ და ხოლოდ გამონაგონია?

–          რა თქმა უნდა. ჩემი ფარული თუ აშკარა ხარდაჭერა შეთხზულია.  ეს აზრი წინასწარგანზრახულად და მიზანმიმართულად ინერგებოდა უფროსი თაობის მღვდელმსახურთა მიერ  რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქებთან მათი შეხვედრებისას და რუსეთის ცალკეულ მედიასაშუალებებში განთავსებული პუბლიკაციების მეშვეობით. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ შიდასაეკლესიო განხეთქილების კულმინაციას შეგნებულად აჩქარებდნენ და აახლოებდნენ  გამოცდილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ოპოზიციონერი დეპუტატები და სახელისუფლებო სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლები, რომელნიც წინა რიგებში იყვნენ გამოჭიმული საზოგადოებისთვის ცნობილ საეკლესიო კრებებზე.  მათვე ჩააგონეს მიტროპოლიის შექმნის იდეა ახალგაზრდა მღვდელმსახურებს და თავადაც მთავარი და უშუალო მონაწილეობა მიიღეს ამაში იმ  დოზით,  რამდენადაც საერო პირთა სტატუსი აძლევდათ ამის საშუალებას.

სხვათა შორის, მიტროპოლიის ერთერთი შემქმნელი, რომელსაც ამჟამად მაღალი თანამდებობა უჭირავს, ირწმუნებოდა, ახალგაზრდა სამღვდელოების დღდევანდელი ნაბიჯები ადასტურებს, რომ სწორ გზას ვადგავართო, ხოლო შემდეგ ფიცით აღუთქვამდა  რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრებს, რომ ამ საეკლესიო პრობლემას მოაგვარებდა. აშკარაა, რომ ორი ეკლესია ანქვაბს არ შეუქმნია – ეს ეკლესიები შექმნა აფხაზმა სამღვდელოებამ, როგორც ძველმა, ისე ახალმა და მათმა პოლიტიკურმა მფარველებმა ანუ მათ, ვისაც ბესარიონი თავის პირველ გზავნილში ,,ათეისტებს, ტურისტებსა და ავანტიურისტებს უწოდებს“.

–          თუ ასეა, ისევ ამ ხალხმა ინებოს და მოარიგოს წაკიდებულნი.

–          პროფანაცია იმაშია, რომ ეს პოლიტიკოსები – ,,საეროები’’ ეკლესიაში წელიწადში ერთხელ მიდიან – აღდგომას, რომ ტელეკამერების წინაშე მოიწონონ თავი, ან სულაც არ დადიან იქ. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ეს ხელისუფლება ვერ გაართმევს თავს ამ მორიგებას იმიტომ, რომ თავად არის ამ კონფლიქტის ინსპირატორი და აქტიურად უწყობდა ხელს მის გაღვივებას.

შიდასაეკლესიო განხეთქილება ფაქტობრივად არის მორიგი გამოცდა, თუ გნებავთ, განსაცდელი, რომელმაც გააღრმავა აფხაზურ საზოგადოებაში ისედაც მრავლად  არსებული პრობლემები.

ახლა მაგონდება ამ საკითხთან დაკავშირებული  ერთი პუბლიკაციაც.მასში ექსპერტად წოდებული აფხაზი ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ,,ხელისუფლებას აშინებს ამ ახალგაზრდა სასულიერო რეფორმატორების ძალისხმევა, რადგან  მათი წარმატების შემთხვევაში ხალხში შეიძლება აღიძრას კითხვა: ,,თუ სასულიერო პირებს ძალუძთ შეცვალონ ეკლესიაში არსებული ძალთა განლაგება, რატომ არ შეიძლება ეს ჩვენი აქტიურობის შემთხვევაში მოხდეს ხელისუფლებაშიც?“

ეს იყო 2011 წლის მაისში. და ახლა მე მაქვს შემხვედრი კითხვა: როგორ შეიცვალა მას შემდეგ სიტუაცია? რა რეფორმების განხორციელდა საეკლესიო და საერო ცხოვრებაში? საინტერესოა, როგორი იქნებოდა მისი ექსპერტული შეფასება ახლა?

–          სად არის გამოსავალი, თქვენი აზრით, და არსებობს  თუ არა ეს გამოსავალი საერთოდ?

–          გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუკი მის მოძებნას ცდილობ. ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია ქედმაღლობის დაოკება, საეკლესიო ძალაუფლებისათვის დაუნდობელი ბრძოლის დამღუპველი შედეგების გასიგრძეგანება,  ერთმანეთისთვის მიყენებული წყენის ქრისტიანული მიტევება და გულწრფელი მისწრაფება ერთობლივი ძალისხმევით, მეთოდურად გამყარდეს მთავარ მიზანზე მიმართული ქმედებები. ეს უნდა გაკეთდეს ყველაფრის მიუხედავად, ისე, რომ უარი ითქვას სიცრუესა და ცდუნებებზე მთავარი  მიზნის, საყოველთაო კეთილდღეობის სახელით.

იმ დროს, როცა შიდასაეკლესიო დაპირისპირებას მიაქვს მონაწილეთა და მათ ,,კეთილისმსურველთა“ მთელი ძალები, აფხაზეთის ეკლესიები ხელმიშვებული და გაუკაცრიელებულია, ამასობაში კი სექტანტები თანმიმდევრულად იკავებენ სასულიერო სივრცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან  ანქვაბის სულის განდევნის რიტუალის აღსრულება ბესარიონის მიერ    საქმეს ვერ უშველის . თითოეულმა ბოროტება საკუთარი თავიდან უნდა განიდევნოს .

ჩვენ ვკარგავთ დროს. უნდა მოვამზადოთ ახალი მღვდელმსახურები, გავხსნათ სამრევლო სკოლები, ვამრავლოთ მრევლი, ავაღორძინოთ მართლმადიდებლობის ისტორიული როლი აფხაზეთის ცხოვრებაში – მხოლოდ ასე  და არამც და არამც  მტრობით შეიძლება მივაღწიოთ მიზანს.

აფხაზურმა მათლმადიდებლურმა სამღვდელოებამ,  თუკი  თავისი  სჯულისმიერი ძმების მსგავსად მთელ მსოფლიოში, აირჩია თავისი გზა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და  შეგნებულად იტვირთა საზოგადოების მსახურების მძიმე ჯვარი,  არ უნდა დაივიწყოს თავისი მოწოდება და ქმნიდეს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღების, სიქველის, თანალმობის, შემწყნარებლობისა და ჭეშმარიტი რწმენის მაგალითს  – ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. ამიტომ განუხრელად  უნდა იარონ ერთურთისაკენ, შერიგდნენ და გაერთიანდნენ წმინდა მსახურებაში.ეს არის ერთადერთი გამოსავალი, უფრო ზუსტად, საყოველთაო თანხმობა ფართო მნიშვნელობით.

და თუ ამ მიზანს ხელს უწყობს  ბესარიონის მტკიცებისამებრ ,,დღევანდელი ღვთისმოსავი ხელისუფლება’’, რომელსაც ,,უნდა სიყვარულით გამოასწოროს ყოველი“ და ძალუძს ,,უმკურნალოს განხეთქილებას“ , მე ამას მხოლოდ მივესალმები.

და რაკი ბესარიონი თავის მეორე გზავნილში აცხადებს, რომ ხელისუფლებაც და დეპუტატებიც, ისევე,  როგორც ყველა დანარჩენი, ადრე  ცდომილებაში იყო ჩავარდნილი და ახლა ესმით, რაოდენ  ევნო ამის გამო ხალხიცა და სახელმწიფოც,  ლოგიკურია ყველამ საჯაროდ აღიაროს თავისი წილი შეცდომები. აი, ეს უწამლებს ყველა ჭრილობას.

ესაუბრა იგორ ლენსკი

მოსკოვი, 15 დეკემბერი, 2015 წელი

 

 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...