მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

დონალდ ტრამპი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

Published on

დონალდ ტრამპი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ ცნობილმა ბიზნესმენმა ოფიციალური განცხადება რამდენიმე საათის წინ ნიუ-იორკში, მეხუთე ავენიუზე 68 სართულიან მდიდრულ ტრამპ თაუერში გააკეთა.
„მე ოფიციალურად ვიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და აშშ ისევ დიდებული ქვეყანა იქნება" – უთხრა მხარდამჭერებს ტრამპმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ნომინანტობისთვის იბრძვის.
მისი განცხადებით, საკუთარი ქონება საშუალებას მისცემს, რომ კარგი პრეზიდენტი იყოს.
„ჩვენი ქვეყანა სერიოზულ გასაჭირშია. ჩვენ აღარ ვართ გამარჯვებულები. ბოლოს როდის ვაჯობეთ ჩინეთს სავაჭრო საქმიანობაში? ისინი ყოველთვის გვჯობნიან. მე მათ ყოველთვის ვჯობნიდი" – თქვა ტრამპმა. 
დონალს ტრამპტან ერთად აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი ცოტა ხნის წინ ჰილარი კლინტონმაც გამოთქვა. ამის შესახებ მან მიმდინარე წლის 12 აპრილს განაცხადა. "მე საპრეზიდენტო არჩევნებში ვმონაწილეობ. ამერიკელები იბრძვიან ცხოვრებისთვის ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მაგრამ მდგომარეობა მათ სასარგებლოდაა, ვინც მოქცეულია სათავეში. მსურს, რომ ვიყო ის ჩემპიონი, რომელიც ამერიკელებს ყოველდღე სჭირდებათ. შეგიძლია გააკეთო მეტი, ვიდრე გვერდით დგომაა, შენ შეგიძლია წინ წახვიდე, და განაგრძო წინსვლა. როდესაც ოჯახები არის ძლიერი, მაშინ ამერიკაც ძლიერია. ამგვარად, მე ვიწყებ ტურნეს იმისთვის, რომ მოვიპოვო თქვენი მხარდაჭერა. ახლა თქვენი დროა და იმედი მაქვს, რომ შემომიერთდებით ამ მოგზაურობაში", – ამბობს კლინტონი წინასაარჩევნოდ გადაღებულ ვიდეო კლიპში. 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...