მთავარისიახლეებისაზოგადოებამათთვის, ვისთვისაც დღევანდელი წვიმა მოულოდნელი აღმოჩნდა...

მათთვის, ვისთვისაც დღევანდელი წვიმა მოულოდნელი აღმოჩნდა…

Published on

დღეს, ნაშუადღევს ზუგდიდსა და მთელ სამეგრელოში  უმნიშვნელო პაუზებით წამოვიდა ძლიერი წვიმა დასავლეთის ქარის თანხლებით.  გარემოს ეროვნული სააგენტოს გაცხადებით ასე გაგრძელდება ხვალაც, რადგან მომდევნო კვირის პროგნოზებით ამინდები არამდგრადი იქნება მთელ საქართველოში. 

16 მაისსროგორცდასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი10-15 მ/წ, ზოგან ძლიერი – 20-25 მ/წ. ასევე, ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მატება.

ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობზე იქნება ღამით- 13-18 OC, დღისით -18-23OC. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ბარში იქნება ღამით- 13-18 OC, დღისით – 20-25 OC, მთაში ღამით- 7-12 OC, დღისით – 16-21 OC, მაღალ მთაში ღამით- 4-9 OC, დღისით- 10-15 OC. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღეს ღამით16 OC იქნება, ხვალ კი – 22 OC.
საქართველოს მასშტაბით17 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა დროგამოშვებით იწვიმებს. 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...