მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკელი კონგრესმენები: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს

ამერიკელი კონგრესმენები: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს

Published on

”ამერიკის ხმის” ქართული სამსახურის ინფორმაციით ქართულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ “ქართული ასოციაცია ამერიკაში”   ამერიკელ კონგრესმენებს რესპუბლიკელ ტედ პოსა და დემოკრატ გერი კონოლის გადასცა მის მიერ დაწესებული ტრადიციული ჯილდო საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის. კონგრესმენები ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან

“მე და კონგრესმენ პოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს  (ტედ პო რესპუბლიკელია, გერი კონოლი დემოკრატი –ო.ნ), მაგრამ საქართველოსთან, მის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებული აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებზე სუვერენიტეტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთიანნი ვართ.  არასოდეს ვაღიარებთ ოკუპაციას და ამ საკითხზე რეაგირებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე მოვახდენთ. მე ნატო-ს გენერალურ ასამბლეაში ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ. საქართველოს წარმომადგენლებთან იქაც ვმუშაობ იმისთვის, რომ ნატო-ში ჩვენმა ყველა მოკავშირემ გაიგოს იმის მნიშვნელობა თუ რა ხდება საქართველოში”– განაცხადა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა გერი კონოლიმ .

 მისივე თქმით,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, აშკარად ჩანს  ჩანასახი იმისა,  თუ რა მოხდა შემდეგ ყირიმში და რა ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში. 

ივლისში კონგრესმენები გერი კონოლი და ტედ პო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვლენ.

სიახლეები

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...

ზელენსკის თქმით, მზადაა, რომ პუტინსა და ტრამპს თურქეთში შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მზადაა, პუტინსა და ტრამპს მოლაპარაკებებისთვის თურქეთში შეხვდეს. მისივე...

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა

დიდმა ბრიტანეთმა რუსულ საბრძოლო ხომალდზე თვალთვალისთვის დრონი MQ-9B Protector-ი პირველად გამოიყენა - სამეფო საზღვაო...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...