ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაქურდეს. სოფელში გუშინ პენსიის დარიგება დაიწყეს, დღეს კი პროცესი უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა აღმოჩნდა,რომ ლიბერთი ბანკის ფილიალიდან საპენსიო გასაცემი თანხა წაღებული იყო.როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, უცნობმა პირებმა ბანკში არსებული საპენსიო თანხა მთლიანად გაიტაცეს, ფაქტს თვითმხილველები არ ყავს. პოლიციამ პატრულირებისას შენიშნა საეჭვო გარემოება, რაც იმაში გამოიხატება,რომ კარი ღია იყო, ხოლო შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ რკინის და ცეცხლგამძლე სეიფი წაღებული იყო.. ბანკში სავარაუდოდ დასარიგებელი პენსიისა და სოციალური დახმარების თანხა ინახებოდა. ლიბერთი ბანკის ფილიალი სოფლის ცენტრში, სკოლის გვერდით მდებარეობს.ირკვევა, რომ შენობაში არ არის დამონტაჟებული არც ვიდეოთვალი და არც სიგნალიზაცია.მომხდარს სამართალდაცავები იძიებენ.
სოფელ რიყეში ლიბერთი ბანკის ფილიალი გაქურდეს
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...
საზოგადოება
საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა
რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...
მსოფლიო
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...