მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეს მემკვიდრეობა ჩვენია"- გამოფენა ზუგდიდში

“ეს მემკვიდრეობა ჩვენია”- გამოფენა ზუგდიდში

Published on

"ეს მემკვიდრეობა ჩვენია" _ უნიკალური არქივის გამოფენა ზუგდიდში.საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენების რეგიონულ ტური საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოაწყო. დღეს გამოფენა ზუგდიდში გაიმართა, დადიანების ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გამოფენილ ნივთებს შორის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვა ექსპონატებს შორის არის ისეთი ნივთები, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაინტერესებულ პირებს შეეძ ლოთ ნოე ჟორდანიას საბეჭდი მანქანის,სამელნეს, ნოე რამიშვილის სავიზიტო ბარათის, ნოე რამიშვილის, ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, კონსტანტინე კანდელაკის ხელჯოხების ნახვა . ასევე არის წარმოდგენილი უნიკალური ფოტოები მათ შორის, გერმანელების ჩამოსვლა 1918 წელს, სადაც მხარდაჭერას უცხადებდნენ დამოუკიდებლობის აქტის მისაღებად ქართველებს.
 

 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...