მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს თბილისში ,,ქართული ოცნების" პარტიული ყრილობა იმართება

დღეს თბილისში ,,ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა იმართება

Published on

დღეს 16:00 საათზე თბილისის  სპორტის სასახლეში ,,ქართული ოცნების'' რიგით მეოთხე პარტიული ყრილობა იხსნება.

ყრილობაზე  დასახელდება პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა და პარტიის წევრები აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს . ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი. რაც შეეხება პარტიის საარჩევნო სიას,  დღეს არც  მისი და არც გუნდის ახალ სახეების წარდგენა იგეგმება 

ყრილობაზე მიწვეული არიან  მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართული ოცნების მხარდამჭერი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ყოფილი პრემიერები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი ერთადერთია ხელისუფლების პირველი პირებიდან, ვისაც ყრილობის მოსაწვევი არ მისვლია.

ყრილობის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს 7 დელეგატი ზუგდიდიდან. ისინი 200 სხვა მიწვეულ სტუმართან და პარტიის  მხარდამჭერთან ერთად  გუშინ გაემგზავრნენ თბილისში. 

 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...