მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოკითხვის შედეგები - მოსახლეობა კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს

გამოკითხვის შედეგები – მოსახლეობა კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”  2016 წლის გაზაფხულზე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს და კორუფციის მხრივ მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.

კვლევის თანახმად ,, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი – 15%-ით, 2013 წელთან შედარებით კი 28%-ით არის გაზრდილი.

მაღალ დონეზე არსებული სიტუაციისაგან განსხვავებული სურათია დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) კუთხით. კითხვაზე, “ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუთხოვიათ თუ არა თქვენგან ქრთამი, იქნებოდა ეს ფულადი თუ არაფულადი, სახელმწიფო მომსახურებისთვის?”, რესპონდენტთა 99% პასუხობს, რომ მათგან ქრთამი არ მოუთხოვიათ. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი – 99%-ს, 2013 წელს კი 95%-ს შეადგენდა. 
”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, კვლევის ასეთი შედეგი მიუთითებს, რომ საქართველოში დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) პრობლემა კვლავაც არ დგას, თუმცა, ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის პირადი მიზნების მისაღწევად ბოროტად გამოყენებას საზოგადოება სულ უფრო პრობლემურად მიიჩნევს, მიუთითებს ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის აუცილებლობაზე. განსაკუთრებით, ეს მაღალ დონეზე არსებულ კორუფციულ რისკებს ეხება. ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის საჭიროებაზე მიუთითებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ 2015 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევაც, რომელიც ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში შესრულებას ეხებოდა. კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია და რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების ეფექტიანად პრევენციას”, – აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

ორგანიზაცია თვლის, რომ ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის  საჭიროა  შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით და პოლიტიკური დამოუკიდებლობით იქნება აღჭურვილი. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პარლამენტში წარდგენილი აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ის ჯერ არ განუხილავს.

 

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...