მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი

ზუგდიდის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი

Published on

დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განახლდა ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირის საქმის განხილვა, რომელიც 11 მაისს გადაიდო.  სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი  გამოიტანა  სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში მცხოვრები ძმების ჯოჯუებისა და ჩაგანავების მიმართ და ოთხივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.  ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა  იმ მოტივით, რომ სასამართლომ  არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გაიზიარა ბრალდებულთა ადვოკატების  პოზიცია საქმეში  არსებული  დარღვევების შესახებ.  

დღევანდელ პროცესს წინ უძღოდა დაკავებულთა მშობლებისა და ახლობლების საპროტესტო აქცია, რომელიც 11 მაისს გაიმართა სასამართლოს შენობასთან, აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათი შვილები უ7 თვის მანძილზე უსაფუძვლოდ ყავდათ  დაკავებული და  მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით. 

.ძმები ჯოჯუები და  ჩაგანავები შარშან , ოქტომბერში დააკავეს ყაჩაღობის და იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით.

 




 

სიახლეები

ოპოზიციის აკრძალვა პუტინის გზაა – კშიშტოფ ბრეიზა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელს მკაცრად აფასებს...

პარტიების აკრძალვის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატს პოზიცია ჯერ არ აქვს

სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ...

დაპირისპირება საკონსტიტუციო სასამართლოში ტერმინ „ქოცის“ გამო

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი განიხილება, სიტყვიერი...

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 252 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ...