მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია ჩიორა თაქთაქიშვილს - ნუ ატლიკინებ ენას და გადი აქედან დროზე,...

ეკა ბესელია ჩიორა თაქთაქიშვილს – ნუ ატლიკინებ ენას და გადი აქედან დროზე, სანამ მართლა ჩიორა ხარ

Published on

ნუ ატლიკინებ ენას. გადი აქედან დროზე, სანამ მართლა ჩიორა ხარ, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ”ნაციონალების” წევრ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს მას შემდეგ, რაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა.

თაქთაქიშვილმა ბესელიას, რომლის გადაწყვეტილებითაც სხდომა შეწყდა, საკომიტეტო განხილვის გაგრძელება მოსთხოვა და თავად მას მოუწოდა, დაეტოვებინა დარბაზი, სხდომას კი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ის გააგრძელებდა.

”მე გავაგრძელებ სხდომას, რადგან აქ არ მოვსულვარ თქვენთან დებატებისთვის, აქ მოვედი ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ მომზადებული ანგარიშის გასაცნობად. თქვენ გინდათ მოახდინოთ პროცესის პოლიტიზება და ის შეიყვანეთ ამ ჭრილში. კეთილი ინებეთ, შეასრულეთ თქვენი უფლებამოსილება და წაიყვანეთ სხდომა”, – მიმართა თაქთაქიშვილმა ბესელიას.
თავის მხრივ, ბესელიამ თაქთაქიშვილს ურჩია საკუთარი უფლებამოსილების შესრულება.

”შენ შეასრულე შენი უფლებამოსილება. ვერაფერს ვერ გავაგრძელებ. გაიყვანეთ ქალბატონი ჩიორა აქედან – გაძევებულია სხდომიდან”, – აღნიშნა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებაზე საპასუხოდ, ”ნაციონალების” წევრმა დეპუტატმა კვლავ განაცხადა, რომ მზად იყო სხდომას თავად გაძღოლოდა, თუმცა ბესელიამ თაქთაქიშვილს ამის უფლება არ მისცა.

”თქვენ თუ გაბრძანდებით, მე გავაგრძელებ სხდომას, როგორც თქვენი მოადგილე. გაბრძანდით და მოგვეცით საშუალება მოვისმინოთ ანგარიში”, – მიმართა თაქთაქიშვილმა ბესელიას.

თავის მხრივ, ბესელიამ თაქთაქიშვილს ”სასაცილო” უწოდა.

”ნუ ატლიკინებ ენას. გადი ახლა აქედან ჩიორა დროზე, სანამ მართლა ჩიორა ხარ”, – უპასუხა ბესელიამ თაქთაქიშვილს.
საბოლოოდ, კომიტეტის სხდომა, რომელზეც არასამთავრობო სექტორის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ მომზადებულ ანგარიშს განიხილავდნენ, არ განახლებულა. ბესელიამ სხდომის შეწყვეტის გამო ანგარიშის ავტორებს ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ”მასკარადისთვის” ამ ქალბატონმა (ჩიორა თაქთაქიშვილი) უნდა აიღოს”.

 

ინტერპრესნიუსი

სიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის პროტესტი პროკურატურასთან

გარდაცვლილი ახალგაზრდის მშობლები ყოველ ორშაბათს გენერალურ პროკურატურასთან მიდიან მოთხოვნით - დაიწყოს საქმის ხელახალი გამოძიება ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს -...

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...