მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ერთობლივ განცხადებას აკეთებენ

Published on

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაკეთებულ  ერთობლივ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 

ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს და არჩევნების პროცესთან დაკავშირებულ სტრუქტურებს, უარი თქვან ისეთ ქმედებებსა და განცხადებებზე, რომლებიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასა და მოსახლეობის ნდობაზე არჩევნებისადმი.

თანამომხსენებლები ასევე აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ პოლიტიკური ძალები ვერ შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის ცვლილების ამოქმედების ვადებზე.

ისინი პოლიტიკურ პარტიებს კომპრომისისკენ მოუწოდებენ, რომ აღარ წამოიჭრას იგივე პრობლემა 2020 წელს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

განცხადებაში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც არის საუბარი. თანამომხსენებლები მიესალმებიან ინიციატივას  კანონპროექტი მეორე მოსმენამდე ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს.

სიახლეები

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...