თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილი 09:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ცნობილი სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც ესპანურის კლუბების წარმომადგენლებმა და სფფ-მ ერთობლივად გამართეს. უეფას სუპერთასის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. მატჩზე დასასწრები ბილეთები საიტ Biletebi.ge-ზე გაიყიდება. ბილეთები ფასი 7, 15 და 30 ევრო იქნება. ბილეთების ყიდვა ლარის ექვივალენტში იქნება შესაძლებელი მიმდიანრე სავალუტო კურსის მიხედვით. 2700-2700 ბილეთი "ბარსელონასა" და "სევილიას" ფან-კლუბებს გადაეცემათ, ხოლო 31 000 ბილეთი გულშემატკივრებზე გაიყიდება. დანარჩენ ბილეთებს უეფა დელეგაციებს და ოფიციალურ მოწვეულ პირებს გაუნაწილებს. შეგახსენებთ, რომ ერთ ადამიანს საკუთარი პირადობის მოწმობით მხოლოდ 4 ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა ექნება. ამასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით თუ პირველივე დღეს 5000 ან მეტი ბილეთი გაიყიდა, სფფ პროკურატურის თანამშორმლების თანხმებლით Biletebi.ge-ს ყველა გაყიდულ ბილეთებს შეამოწმებს. ამის მიზანი ის არის, რომ ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხდეს. საბოლოო ჯამში კი Biletebi.ge-ს ყველა ბილეთის გაყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 7600 პასპორტის წარდგენა მოუწევს. იმ შემთხვევაში თუ მატჩის დღეს ბილეთები გასაყიდად დარჩება, ფედერაცია მათ კორპორატიული წესით გაყიდის.
სიახლეები
საზოგადოება
ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...
საზოგადოება
ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა
ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...
სიახლეები
დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...
სიახლეები
საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...