მთავარისიახლეებისაზოგადოებამეორე მსოფლიო ომის გმირის გრიგოლ სხულუხიას ხსოვნას პატივი მიაგეს

მეორე მსოფლიო ომის გმირის გრიგოლ სხულუხიას ხსოვნას პატივი მიაგეს

Published on

დღეს 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების 71 -ე წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მეორე მსოფლიო ომის გმირის გრიგოლ სხულუხიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამამულო ომის ვეტერანებმა. გრიგოლ სხულუხიას მემორიალთან პატრიოტულ თემაზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს სკოლის მოსწავლეებმა.

მეორე მსოფლიო ომის გმირი გრიგოლ სხულუხია 1942 წელს დაიღუპა. ის დაზვერვაში მოქმედებდა და მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდა მოწინააღმდეგეზე. გერმანელებთან ერთ-ერთი შერკინებისას გრიგოლ სხულუხია მძიმედ დაიჭრა და გონდაკარგული ტყვედ გერმანელებს ჩაუვარდა. გადმოცემის თანახმად, ის სასტიკად აწამეს, წამების დროს ზურგზე ვარსკვლავი ამოაჭრეს, თუმცა როცა მისგან საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღეს, 1942 წლის 1 მაისს კოცონზე დაწვეს. მეორე მსოფლიო ომის გმირის გრიგოლ სხულუხიას საფლავი დღემდე უცნობია.

ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მსოფლიო ომის 67 ვეტერანი ცხოვრობს. აქედან 13 ქალაქ ზუგდიდშია, ხოლო 6 მუნიციპალიტეტში. 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირია დაკავებული

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის,...

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...